თარგმანი: იხილე ძალი საჴმართმოყუარებისაჲ, რომელი დააბრმობს ხედვად ამის სასწაულისა, რამეთუ უმჯობეს უჩნდა ეშმაკეულ ყოფაჲ მჴევლისაჲ, ვიდრე დაკლებაჲ სარეწავისაჲ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ არცაღა თჳთ მათ წარმართთა ჰრწმენა სიტყუაჲ ეშმაკისაჲ. ამისთჳს არა მას იტყჳან, რომელი-იგი მან თქუა, ვითარმედ: ესე კაცნი მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი; რამეთუ ესე ეშმაკთაცა უწყიან, ვითარმედ ღმერთ მაღალ არს და არა ლიტონ კაც ჯუარ-ცუმული იგი ჴორცითა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, რომელსა ქადაგებდა პავლე ვითარცა მონაჲ ერთგული მეუფისა თჳსისაჲ; არამედ ესრეთ იტყჳან: "ესე კაცნი", რამეთუ დაღაცათუ პავლე ქმნა სასწაული იგი, არამედ მათ შილაცა შეიპყრეს მის თანა და უწოდენ მათ გარდამაქცეველ და აღმძრველ ქალაქისა, ვითარმცა განაყენებდეს წარმართთა მონებისაგან ჰრომთაჲსა და აწუევდეს შედგომად შჯულსა ჰურიათასა. ამისთჳს ჰურიაობაჲ დასდვეს ბრალად მათდა, რაჲთა უმეტეს აღაბორგნენ მთავარნი იგი ჰრომთანი მათ ზედა.
მოციქულთა საქმეები 16:19
18. ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე.19. როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან,20. რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს;
მოციქულთა საქმეები თავი 16