მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 16:23

22. მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოიხიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს.23. ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.24. ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო.
მოციქულთა საქმეები თავი 16
23. ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და შეკრბებოდა ერი მათ ზედა და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს კუერთხითა ცემაჲ. და ვითარ მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა და ამცნეს საპყრობილისა მცველსა მას კრძალულად დაცვაჲ მათი. და მან ვითარცა ესევითარი მცნებაჲ მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა საპყრობილესა და ფერჴნი მათნი დაჰკრძალნა ჴუნდსა შინა (16,22-24).:

თარგმანი: შფოთებისა მის ერისა დასაცხრომელ ყვეს ერისთავთა მათ მოპებაჲ იგი სამოსელთაჲ და ცემით წყლულებათა დასხმაჲ მოციქულთა ზედა, ხოლო რაჟამს ამით მოამდოვრნეს განძჳნებულნი იგი, მერმე საპყრობილედ მისცნეს, რაჲთა სხუასა ჟამსა გამოიკითხონ საქმე მათი; არამედ მცნებაჲ იგი კრძალულებით დაცვისაჲ და უშინაგანესსა საპყრობილესა დასხმაჲ ჴუნდითა ამისთჳს ყვეს, რამეთუ უწყოდეს მათთჳს, ვითარმედ ზეშთ არიან საზომსა კაცთასა და შემძლებელ საკჳრველებით განრომად. ხოლო ღმერთმან მიუშუა ქმნად ამის ყოვლისა, რაჲთა უმეტესითა საკჳრველებითა ადიდნეს მისთჳს პყრობილნი იგი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის