თარგმანი: რაოდენისა ცრემლთა და ტირილისა ღირს ვართ, რომელთა გუესმის ცემით და წყლულებით, პყრობილებით და კრულებით ტანჯვაჲ მოციქულთაჲ, და ჩუენ ვერცა კნინ-ოდენ შემაწუხებელსა სიტყუასა თავს-ვიდებთ სახელისათჳს ქრისტესისა; და იგინი კრულებათა და ჭირთა არა კმა-იყოფდეს, არამედ მღჳძარებითა და ლოცვითა სტანჯვიდეს თავთა თჳსთა, ხოლო ჩუენ შუებასა შინა და ფართოებასა არა აღვდგებით ლოცვად. ცხად არს, რამეთუ მათ ჭირნი და ღუაწლთა თავს-დებანი უმეტეს განამჴნობდეს, ხოლო ჩუენ შუებაჲ და განსუენებაჲ უმეტეს დაჴსნილ გუყოფენ. მუნ პყრობილნი ურწმუნონი ისმენენ ლოცვასა მოციქულთასა, ხოლო აქა ჩუენ მორწმუნენი არა ვისმენთ სიტყუათა სულისა წმიდისათა. ამისთჳს რომელმან ირწმუნოს ჴმაჲ დავითისი, შუა ღამე აღდგომითა დიდების-მეტყუელებად ღმრთისა, მას მიემადლოს არა ხოლო თავისა თჳსისაჲ, არამედ სხუათაცა პყრობილთა ჴსნაჲ კრულებისაგან ცოდვათაჲსა, ვითარ-ესე აწ შუა ღამე იქმნა სასწაული, რაჲთა არა მრავალთა საჩუენებელ, არამედ სულთა საცხორებელ იქმნეს და ლოცვაჲ იგი მოციქულთაჲ გალობითა განვრცნებოდა სასმენელად მრავალთა, რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ არა ხოლო გულსა შინა ლოცვაჲ, არამედ სიტყჳთ ჴმა-მაღლად...
მოციქულთა საქმეები 16:25
24. ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო.25. შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ.26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს.
მოციქულთა საქმეები თავი 16