მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 16:27

26. უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს.27. გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.28. მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო.
მოციქულთა საქმეები თავი 16
27. გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი. ჴმა უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რა რას შეიმთხუევ თავსა შენსა ბოროტსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ (16,27-28).:

თარგმანი: ამისთჳს არა ნათელი გამობრწყინდა საპყრობილესა მას შინა, რაჲთა ვერ იხილონ პყრობილთა მათ განჴსნაჲ თავთა თჳსთაჲ რამეთუ, უკუეთუ მრავალ-გზის უქმნიეს პყრობილთა განჴურეტაჲ კედლისა და სართულისაჲ და კრულთა გარდავლაჲ ზღუდეთაჲ, რაჲღამცა ექმნა ამათ, ეხილნეს-თუ-მცა კარნი განხუმულნი და საკრველნი დაჴსნილნი და მესაპყრობილე მძინარე! ამისთჳს პავლე ხოლო ხედვიდა ყოველსავე, ვინაჲცა ჴმა-უყო და დააყენა მესაპყრობილე იგი მოკლვისაგან თავისა თჳსისა, უწყებითა ყოველთავე მუნ შინავე ყოფისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის