თარგმანი: ამისთჳს არა ნათელი გამობრწყინდა საპყრობილესა მას შინა, რაჲთა ვერ იხილონ პყრობილთა მათ განჴსნაჲ თავთა თჳსთაჲ რამეთუ, უკუეთუ მრავალ-გზის უქმნიეს პყრობილთა განჴურეტაჲ კედლისა და სართულისაჲ და კრულთა გარდავლაჲ ზღუდეთაჲ, რაჲღამცა ექმნა ამათ, ეხილნეს-თუ-მცა კარნი განხუმულნი და საკრველნი დაჴსნილნი და მესაპყრობილე მძინარე! ამისთჳს პავლე ხოლო ხედვიდა ყოველსავე, ვინაჲცა ჴმა-უყო და დააყენა მესაპყრობილე იგი მოკლვისაგან თავისა თჳსისა, უწყებითა ყოველთავე მუნ შინავე ყოფისაჲთა.
27. გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო.28. მაგრამ პავლემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო.29. მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას;
მოციქულთა საქმეები თავი 16