მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 16:4

3. პავლემ მოისურვა მისი წაყვანა; წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადასცვითა მას, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.4. ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები.5. ეკლესიები კი მტკიცდებოდნენ რწმენით და მრავლდებოდნენ ყოველდღიურად.
მოციქულთა საქმეები თავი 16
4. ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღურებათა მათ დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალემს შინა. ხოლო ეკლესიანი იგი განმტკიცნებოდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხუსა მას დღითი-დღე (16,4-5).:

თარგმანი: თჳთ მოძღურებაჲ იგი ახლად განწესებული მოციქულთა და ხუცესთაჲ თავით თჳსით ჰყოფდა შეძინებასა მორწმუნეთა რიცხჳსასა ყოველთა შინა ეკლესიათა, რამეთუ რაჟამს ესმოდა წარმართთა პავლეს მიერ და ტიმოთესსა, ვითარმედ არღარას ვინ ძუელისა შჯულისა წესთა ტჳრთითა და წინა-დაცუეთითა დაუმძიმებს მათ, არამედ მხოლოდ ნათლის-ღებითა აღიჴოცებიან პირველ ქმნულნი ბრალნი, და რაჲთა მიერითგან განეყენნენ სიძვისაგან და მშთვრისა, სისხლის ჭამისა და ნაკერპავისა; და მოკლითა ამით სიტყჳთა მოიგონ ყოველი კეთილი, რაჲთა, რომელი თჳთ არა უნდეს, სხუასა არა უყონ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის