თარგმანი: ვინაჲთგან ქადაგ წინა-დაცუეთის დაჴსნისა ჰყოფდა პავლე ტიმოთეს, ამისთჳს წინა-დასცჳთა მას, რაჲთა ვერვინ თქუას ორთავე ამათთჳს, ვითარმედ: ამისთჳს დაჰჴსნიან წინა-დაცუეთასა, რამეთუ თჳთ წინა-დაუცუეთელ არიან. ამისთჳს არა წინა-დაუცვეთელნი, არამედ წინა-დაცუეთილი დაჰჴსნიან წინა-დაცუეთასა. და კუალად მაშინდელთა ჰურიათა მოძღურად ჰურიათაგანივე უსარწმუნოეს უჩნდა, ხოლო წარმართთაგანთა მოძღუართა არცაღა თუ დასაბამსა სიტყჳსა მათისასა ყურსა მიუპყრობდეს, არამედ ყოვლად გარე-მიაქცევდეს მათ.
მოციქულთა საქმეები 16:3
...როგორ იყო დედამისი იუდეველი? როგორ იყო მორწმუნე? რადგან წარმართთაგან არ ყოფილა. ხოლო მამამისის გამო, რადგან „წარმართი იყო მამაჲ მისი“ (), და იმ იუდეველთა გამო, „რომელნი იყვნეს მათ ადგილთა“ (), პავლემ იგი წაიყვანა და „წინა-დასცჳთა მას“ (). ხედავ, როგორ იწყებდა შჯული გაუქმებას, როცა ამგვარი შერევანი ხდებოდა? და შეხედე, რამდენი რამ დადო დასარწმუნებლად, რომ იგი არ უგულებელყო.
იგი ამბობს: „რომელსა ვჰმსახურებ დასაბამითგან წმიდითა გონებითა“ (); შენ კი გაქვს „ცრემლნი ეგე შენნი“ (). მხოლოდ ცრემლების გამო კი არა — „მსურის ხილვაჲ შენი“ () — არამედ რწმენის გამოც, რადგან ჭეშმარიტების...
...ად მოწაფეც გახდა და მოძღვარიც. იმდენად ფრიად გონიერი იყო, რომ, როცა უსმენდა პავლეს, რომელიც წინადაცვეთის გარეშე ქადაგებდა, და შეიტყო, რომ სწორედ ამის გამო პავლე პეტრესაც წინ აღუდგა, არჩია არა მხოლოდ საწინააღმდეგო არ ექადაგა, არამედ თვითონაც განეცადა წინადაცვეთა; რადგან, როგორც წერილი ამბობს, „წინა-დასცჳთა მას“ () ასეთ ასაკში. ამგვარად პავლემ მას მთელი განგებულება მიანდო. ამრიგად, პავლეს ტიმოთესადმი მხურვალე სიყვარულიც საკმარისი იყო იმის საჩვენებლად, თუ როგორი კაცი იყო იგი. რადგან სხვაგანაც ტიმოთეს უმოწმებს, როცა წერს და ამბობს: „ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას“ (); და კორინთელებსაც კვლავ სწერს და ამბობს: „მივავლინე თქუენდა ტიმოთე, რომელ არს შვილი ჩემი საყუარელი და სარწმუნოჲ უფლისა მიერ“ (); და კვლავ: „ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ყოს იგი“ (); რამეთუ „საქმესა უფლისასა იქმს, ვითარცა-ესე მე“ (