მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:15

14. მაშინ ძმებმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს პავლე ზღვისაკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.15. პავლეს მხლებლებმა ათენამდე მიაცილეს იგი, მიიღეს ბრძანება სილასა და ტიმოთეს მიმართ, რომ სასწრაფოდ ხლებოდნენ მას, და უკანვე გაბრუნდნენ.16. ვიდრე პავლე ათენში ელოდა მათ, აღშფოთდა მისი სული, როცა იხილა, რომ მთელი ქალაქი კერპებით იყო სავსე.
მოციქულთა საქმეები თავი 17
15. პავლეს მხლებლებმა ათენამდე მიაცილეს იგი, მიიღეს ბრძანება სილასა და ტიმოთეს მიმართ, რომ სასწრაფოდ ხლებოდნენ მას, და უკანვე გაბრუნდნენ.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და რომელთა-იგი მიჰყვანდა პავლე, წარიყვანეს იგი ვიდრე ათინადმდე და მოიღეს მცნებაჲ შილაჲს და ტიმოთეს მიმართ, რაჲთა ადრე მივიდენ მისსა, და გამოვიდეს (17,15).:

თარგმანი: იხილე, ვითარ არა ჴმა-იყოფს მოციქული თავსა თჳსსა მარტოდ ქადაგებასა შინა საღმრთოსა, არამედ ასწრაფებს მისლვად ტიმოთესცა და შილას, რამეთუ დიდ იყო სახელოვნებაჲ ელადისაჲ, რომელსა შინა მიისწრაფდეს ქადაგებად, და არა ყოველთა ადგილთა სასწაულსა ჰყოფენ, რამეთუ არა სწორ არს სასწაულთმოქმედებითა ძლევაჲ დევნულებათა და ჭირთა მიერსა ძლევასა წინა-აღმდგომთასა, რომლისა მიერ ძალი ღმრთისაჲ უძლურებასა შინა გამოჩნდების, რაჟამს უძლურთა მიერ და დევნულთა მძლე ექმნეს ძლიერთა და მდევართა, ვითარცა ყოვლად ძლიერი ყოველსავე შინა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის