თარგმანი: ესე არს უმეტესი დაუპყრობელობაჲ რისხვისა და შურისაჲ, რაჟამს ქალაქითი-ქალაქად მისდევდეს პავლეს ჰურიანი, რაჲთა მუნცა შფოთი აღუტეხონ, ხოლო მუნ მყოფნი იგი მორწმუნენი ძმანი კრძალულებით წარჰგზავნიან ზღჳთ, რაჲთა ვერ ჴელთ-იგდონ მდევართა, და პავლეს ოდენ მარტოდ, რამეთუ მისსა მიმართ იყო ყოველი შური მათი. ესრეთ უკუე არა ყოველსა ადგილსა მადლისა მიერ, არამედ კაცობრივითაცა ღონითა იჴსნებოდეს მოციქულნი მდევართაგან, ვითარ-ესე აწ პავლე ღამე სივლტოლითა თავსა თჳსსა დაიმდაბლებს და იჩემებს რეცა მოშიშებასა და უძლურებასა, ძლიერი იგი ყოველსავე შინა განმაძლიერებელისა მისისა ქრისტეს მიერ, და ჩუენ გუასწავებს, რაჲთა არა უდებ-ვჰყოფდეთ კაცობრივსაცა ღონესა კრძალულებით ლტოლვად განსაცდელთაგან.
მოციქულთა საქმეები 17:14
13. მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდეველებმა შეიტყვეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ და აღძრეს და აღაშფოთეს ხალხი.14. მაშინ ძმებმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს პავლე ზღვისაკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.15. პავლეს მხლებლებმა ათენამდე მიაცილეს იგი, მიიღეს ბრძანება სილასა და ტიმოთეს მიმართ, რომ სასწრაფოდ ხლებოდნენ მას, და უკანვე გაბრუნდნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 17