მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:18

17. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მორწმუნეებს, გარეთ კი - იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე.18. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?
მოციქულთა საქმეები თავი 17
18. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა ყვეს მის თანა და რომელნიმე იტყოდეს: რაჲ-მე ჰნებავს თესლისმეტყუელსა ამას სიტყუად? (17,18).:

თარგმანი: ესე ეპიკურელნი თჳთ-ფლობით დაამტკიცებენ ყოფასა არსთასა, ვითარმედ არავისგან დაბადებულ, არამედ თავით თჳსით თჳთმყოფნ არიან. ხოლო სტოჲსა ფილოსოფოსნი ნეტარებად უწოდენ გულის-თქუმათა აღსრულებასა. გარნა შენ იხილე ესევითართა მათ ზუაობით შეცთომილთაჲ, ვითარ ისმენდეს და არა გარე-მიაქცევდეს პავლეს სიტყუათა; რამეთუ, დაღაცათუ ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს მათ, არამედ არარასვე იქმოდეს გინებით და შეურაცხ-ყოფით, რაჲთა არა უცხოდ გამოჩნდენ წესისაგან ფილოსოფოსთაჲსა. ხოლო თესლის-მეტყუელ გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თესლის მკრებელ უწოდენ მას, მფრინვლისა მისგან მცირისა, რომელი გზათა ზედა კრებს თესლსა რასმე დაცჳვნებულსა. რამეთუ ესე არს ჩუეულებაჲ გარეშეთაჲ, რაჲთა თესლის-მეტყუელ და თესლის მკრებელ უწოდონ კაცსა ენავრცელსა, სიტყუა-მრავალსა და ურგებად მზრახვალსა, ვითარმცა საზრდელი არა აქუნდა და სიყმილისაგან კრებდა მარცუალსა თესლისასა. ესე იგი არს, რაჟამს კაცმან ჯეროვნისა რაჲსმე თქუმაჲ არა იცოდის უსწავლელობისაგან და ნათხოვთა რათმე მწულილთა ურგებისა მომზრახობისათა მიმოიკრებდეს და თჳსად შეიკრებდეს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის