თარგმანი: ესევითარსა რასმე ზღაპრობენ წარმართნი ღმერთთა მათთათჳს, ვითარმედ არეს მიერ მოკლულ იქმნა ალიროთიოს, ძე პოსიდონისი, ვითარცა იძულებით განმხრწნელი ასულისა მისისაჲ, და ამის მკლველობისათჳს საშჯელი მიეჴადა არეს სხუათა მიერ ღმერთთა ათორმეტთა. ვინაჲცა ადგილსა მას, რომელსა შინა მიჰჴადეს არეს პატიჟი ალიროთიოჲს სისხლთაჲ, არიოპაგი უწოდეს, რომელი გამოითარგმანების კლდედ არეოჲსსა. და განაწესეს, რაჲთა მუნ განიბჭობვოდის ყოველი საქმე მოსისხლეთაჲ. და ნაცვალად ათორმეტთა მათ ღმერთთა, ათორმეტნი კაცნი დასხდებოდეს ბჭედ. რამეთუ ათინელთა შორის ორნი ადგილნი იყვნეს სამშჯავროჲსანი, რომელთაგანსა ერთსა მას რაჲ წელ ერგასისნი ბჭენი იცვალებოდიან, ხოლო მეორესა მარადის იგივე და ერთგზის ჩინებულნი ათორმეტნი კაცნი დასხდებოდიან ბჭობად კაცის-მკლველთა საქმისა და სხუათაცა უპატიოსნესთა საქმეთა ქალაქისათა განაგებდიან. ამას ადგილსა ეწოდებოდა არიოპაღოს, რამეთუ პაღოს უწოდიან ადგილსა მაღალსა, ბორცუსა ანუ მწუერვალსა კლდისასა. ამისთჳსცა არი კაცისა სახელი არს, ხოლო პაღოს ადგილისა მაღლისაჲ. ამას ადგილსა მიიყვანეს პავლე, ვითარცა სასისხლესა, რაჲთა შიშითა სიკუდილისაჲთა დააყენონ...
მოციქულთა საქმეები 17:19
18. ზოგიერთი ეპიკურელი და სტოელი ფილოსოფოსი შეეკამათა; ერთნი ამბობდნენ: ნეტა რისი თქმა სურს ამ ყბედსო, მეორენი კი გაიძახოდნენ: ეტყობა, უცხო ღვთაებების მქადაგებელიაო, რაკიღა იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ.19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს?
მოციქულთა საქმეები თავი 17