მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:21

20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს?21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ.
მოციქულთა საქმეები თავი 17
21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არარად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად რაჲსმე და სმენად უახლესისა (17,21).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, ვინაჲთგან სიბრძნის სასწავლო იყო ქალაქი იგი, ამისთჳს ზოგად მკჳდრნი ქალაქისანი მოსწავლეთა თანა, უცხოჲთ მოსრულთა, მარადის ამისთჳს ოდენ მოცალე იყვნეს, რაჲთამცა ანუ ესმა, ანუ თქუეს რაჲმე უახლესი. გარნა ეგრეთცა არაჲვე ასმიოდა მათ ამისსა უახლესი, რომელსა პავლე ქადაგებდა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის