მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:20

19. ხელი ჩასჭიდეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: იქნება გაგვაგებინო, რა არის ეგ ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ?20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს?21. ხოლო ათენელებსა და იქ მცხოვრებ უცხოელებს ისე არაფერი ეხალისებოდათ, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა.
მოციქულთა საქმეები თავი 17
20. ვინაიდან რაღაც უცნაური რამ ჩაგვესმის ყურში: გაგვაგებინე, რას ნიშნავს ეს?
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
შეიპყრეს იგი და არიოპაგედ მიიყვანეს და ეტყოდეს: შემძლებელ ვართ ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენ მიერ თქუმული მოძღურებაჲ; რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს უკუე ცნობად, რაჲსა ჰნებავს ამას ყოფად (17,19-20).:

თარგმანი: ესევითარსა რასმე ზღაპრობენ წარმართნი ღმერთთა მათთათჳს, ვითარმედ არეს მიერ მოკლულ იქმნა ალიროთიოს, ძე პოსიდონისი, ვითარცა იძულებით განმხრწნელი ასულისა მისისაჲ, და ამის მკლველობისათჳს საშჯელი მიეჴადა არეს სხუათა მიერ ღმერთთა ათორმეტთა. ვინაჲცა ადგილსა მას, რომელსა შინა მიჰჴადეს არეს პატიჟი ალიროთიოჲს სისხლთაჲ, არიოპაგი უწოდეს, რომელი გამოითარგმანების კლდედ არეოჲსსა. და განაწესეს, რაჲთა მუნ განიბჭობვოდის ყოველი საქმე მოსისხლეთაჲ. და ნაცვალად ათორმეტთა მათ ღმერთთა, ათორმეტნი კაცნი დასხდებოდეს ბჭედ. რამეთუ ათინელთა შორის ორნი ადგილნი იყვნეს სამშჯავროჲსანი, რომელთაგანსა ერთსა მას რაჲ წელ ერგასისნი ბჭენი იცვალებოდიან, ხოლო მეორესა მარადის იგივე და ერთგზის ჩინებულნი ათორმეტნი კაცნი დასხდებოდიან ბჭობად კაცის-მკლველთა საქმისა და სხუათაცა უპატიოსნესთა საქმეთა ქალაქისათა განაგებდიან. ამას ადგილსა ეწოდებოდა არიოპაღოს, რამეთუ პაღოს უწოდიან ადგილსა მაღალსა, ბორცუსა ანუ მწუერვალსა კლდისასა. ამისთჳსცა არი კაცისა სახელი არს, ხოლო პაღოს ადგილისა მაღლისაჲ. ამას ადგილსა მიიყვანეს პავლე, ვითარცა სასისხლესა, რაჲთა შიშითა სიკუდილისაჲთა დააყენონ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის