თარგმანი: ვითარ-იგი ღმერთი მოგუთა არა წინაჲსწარმეტყუელთა, არამედ ვარსკულავისა მიერ ექადაგა, რამეთუ ვარსკულავთმრიცხუველ იყვნეს, ეგრეთვე პავლე ათინელთა არა საღმრთოთა წერილთაგან ეტყჳს, რომელსა-იგი არა შეიწყნარებდეს, არამედ თჳთ მათთავე ბომონთა ზედა-წარწერილისაგან მიიღებს ძალსა დიდისა ქადაგებისასა, რაჲთა ჩუენ გუასწავოს, ვითარმედ უკუეთუ მან არა უღირს-იჩინა ზედა-წარწერილი იგი საწარმართოჲსა ბომონისაჲ ჟამიერად ჴუმევად ძალად ქადაგებისა, ფრიად უფროჲს ჩუენ გჳღირს არა თანა-წარსლვაჲ ზედა-წარწერილსა ფსალმუნთა გინა საღმრთოთა წერილთა საკითხავთასა, რომელთა ძალისა მაუწყებელ ყო ზედა-წარწერილი იგი მადლმან სულისა წმიდისამან, უკუეთუ ოდენ ვინ გონიერად აღმოიკითხოს. ხოლო ბომონისა მის ათინელთაჲსა ზედა-წარწერილისა უწყებაჲ მიზეზისაჲ ესე არს: ვინაჲთგან ათინელნი არა ერთსა ოდენ, არამედ მრავალთა ღმერთთა ჰმსახურებდეს, და უახლესთა და უახლესთა მოპოვნებასა ძუელთა თანა შეაერთებდეს, ამისთჳს განიზრახეს და თქუეს: აჰა ესერა დღითი-დღე უახლესსა ღმერთსა ვისწავებთ, რამეთუ რომელიმე პაპთა და რომელიმე მამათაგან ჩუენთა და რომელიმე აწ ჩუენ მიერ ცნობილ იქმნა, რომელიმე ეგჳპტით...
მოციქულთა საქმეები 17:23
22. დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ.23. ვინაიდან, როცა ქალაქი დავიარე და დავათვალიერე თქვენი ტაძრები, ვნახე ერთი სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“! მეც სწორედ იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით.24. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი, ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს.
მოციქულთა საქმეები თავი 17