თარგმანი: უახლესისა სმენად მეძიებელ ოდენ იყვნეს ათინელნი და არა გულისჴმის-მყოფელცა ძალსა სიტყუათასა. ამისთჳს არა მიხედნეს პავლეს სიტყუათა სიმაღლესა, არამედ ესმა რაჲ აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს, ვითარცა ურწმუნონი, რამეთუ მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულიერსა; ხოლო რომელთამე ჰრწმენა და ენება, რაჲთა კუალადცა ისმინონ სიტყუაჲ მისი.
მოციქულთა საქმეები 17:32
31. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი.32. მკვდრეთით აღდგომა რომ გაიგონეს, ზოგიერთმა დაცინვა დაუწყო, ზოგი კი ამბობდა: ამას სხვა დროს მოვისმენთ შენგანო.33. ასე გამოვიდა პავლე მათგან.
მოციქულთა საქმეები თავი 17