მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:4

3. უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო და აღმდგარიყო მკვდრეთით; ეს არის იესო ქრისტე, რომელსაც მე გახარებთო.4. ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლეს და სილას, ისევე, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არცთუ ცოტა დიდგვაროვანი ქალი.5. მაგრამ შეშურდათ იუდეველებს, მოედნიდან მოიყვანეს ვიღაც უკეთური კაცები, შეყარეს ბრბო და აბორგებდნენ ქალაქს; იასონის სახლს მიადგნენ და მოითხოვეს ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი.
მოციქულთა საქმეები თავი 17
4. ზოგმა მათგანმა ირწმუნა და შეუერთდა პავლეს და სილას, ისევე, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არცთუ ცოტა დიდგვაროვანი ქალი.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგა პავლეს და შილას მორწმუნეთა წარმართთა სიმრავლე მრავალი და დედათა მთავართა არა მცირედთაჲ. ხოლო შური აღიღეს, რომელნი-იგი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, და მოიყვანნეს სავაჭროთაგან კაცნი ვინმე ბოროტნი და ერის კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მათ ზედა (17,4-5).:

თარგმანი: მორწმუნე წარმართ უწოდს მათ, რომელნი შჯულითა ჰურია იყვნეს და ბერძლ-მეტყუელ. ამათ ჰრწმენა მოციქულთაჲ სიმრავლესა თანა დედათა მთავართასა. ამისთჳს ურწმუნოებასა შინა დაშთომილნი ეშურებოდეს მორწმუნეთა და შფოთსა აღუდგინებდეს მათ შორის ქალაქისა, ბირებითა კაცთა უნდოთაჲთა, რომელნი მიმოვარდებოდიან სავაჭროთა შინა და უბანთა ქალაქისათა, რამეთუ სხუაჲ არავინ ერჩდა მათ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის