თარგმანი: ჰურიანი იყვნეს მაშფოთებელ ერისა და მთავართა ჰამბვითა მით მოციქულთა ცილის-წამებისაჲთა, ვითარმედ წინააღმდგომ კეისრისა მეუფებისა ყოფად ქადაგებენ მეუფებასა ქრისტესსა. ხოლო მიზეზ ჰურიათა შფოთებისა იყო საჴმართმოყუარებაჲ და ამისთჳს განძჳნდეს, რაჟამს შჯულისაგან ჰურიათაჲსა განდგომილად იხილნეს მთავარნი იგი დედანი, რომელთაგან ფრიადი სარეწავი მიეცემოდა შესაკრებელსა მათსა. ამისთჳს, მი-რაჲ-იღეს იასონისგან ქრთამი, რაოდენი კმა-ეყოფოდა, განუტევეს იგი და მის თანანი ძმანი, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: მიიღეს იასონისგან, რაოდენი კმა-ეყოფოდა და განუტევნეს იგინი. ესე იგი არს, ვითარმედ კმა-იყვეს რაჲ ქრთამი, მიცემული იასონისგან, განუტევნეს იგინი მიმოზიდვისაგან
მოციქულთა საქმეები 17:8
7. იასონმა კი შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის განკარგულებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს.8. აღაშფოთეს ამის გამგონე ხალხი და ქალაქის მთავარნი.9. მაგრამ მათ ჩვენება ჩამოართვეს იასონსა და სხვა ძმებსაც და გაუშვეს ისინი.
მოციქულთა საქმეები თავი 17