მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:9

8. აღაშფოთეს ამის გამგონე ხალხი და ქალაქის მთავარნი.9. მაგრამ მათ ჩვენება ჩამოართვეს იასონსა და სხვა ძმებსაც და გაუშვეს ისინი.10. მაშინ ძმებმა იმ ღამესვე გაამგზავრეს პავლე და სილა ბერეას, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში.
მოციქულთა საქმეები თავი 17
9. მაგრამ მათ ჩვენება ჩამოართვეს იასონსა და სხვა ძმებსაც და გაუშვეს ისინი.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
აღაშფოთეს ერი იგი და მთავარნი ქალაქისანი, ესმოდა რაჲ ესე და მოჰჴადეს თავს-მდები იასონს და მაშინღა განუტევნეს იგინი (17,8-9).:

თარგმანი: ჰურიანი იყვნეს მაშფოთებელ ერისა და მთავართა ჰამბვითა მით მოციქულთა ცილის-წამებისაჲთა, ვითარმედ წინააღმდგომ კეისრისა მეუფებისა ყოფად ქადაგებენ მეუფებასა ქრისტესსა. ხოლო მიზეზ ჰურიათა შფოთებისა იყო საჴმართმოყუარებაჲ და ამისთჳს განძჳნდეს, რაჟამს შჯულისაგან ჰურიათაჲსა განდგომილად იხილნეს მთავარნი იგი დედანი, რომელთაგან ფრიადი სარეწავი მიეცემოდა შესაკრებელსა მათსა. ამისთჳს, მი-რაჲ-იღეს იასონისგან ქრთამი, რაოდენი კმა-ეყოფოდა, განუტევეს იგი და მის თანანი ძმანი, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: მიიღეს იასონისგან, რაოდენი კმა-ეყოფოდა და განუტევნეს იგინი. ესე იგი არს, ვითარმედ კმა-იყვეს რაჲ ქრთამი, მიცემული იასონისგან, განუტევნეს იგინი მიმოზიდვისაგან

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სარწმუნოების საქმე და სიყვარულის შრომა:

...რი, მცირე შრომაა ეს: როცა თესლი ჯერ კიდევ არ გამაგრებულიყო, ასეთი ქარიშხლისა და ესოდენი განსაცდელების ატანა? და მას საკმარისი თავდებობაც მოსთხოვეს. და, როგორც წერილი ამბობს, „და მოჰჴადეს თავს-მდები იასონს, და მაშინ-ღა განუტევნეს იგინი" (); შემდეგ კი: „ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად" (). ნუთუ ეს მცირეა, მითხარი? განა თავისი თავიც მის ნაცვლად საფრთხის ქვეშ არ დადო? ამას უწოდებს სიყვარულის შრომას, რადგან ისინი ასე იყვნენ შეკავშირებულნი.

2. ჭირში სიხარული და უფლის მიბაძვა

და იხილე: ჯერ მათი ღვაწლის საქმეებს ამბობს, შემდეგ კი თავისას, რათა არ გამოჩნდეს, თითქოს თავს იდიდებს, ანდა წინასწარი მიკერძოებით უყვარს ისინი. და „მოთმინებასა" (), — ამბობს. რადგან ის დევნა ერთ ხანს კი არ მომხდარა, არამედ მუდამ გრძელდებოდა...

სრულად ნახვა