თარგმანი: წელიწად ერთ და ექუს თუე ემზირებოდეს და ვერარაჲ უყვეს პავლეს, რამეთუ სცვიდა მას ღმერთი ფარულთა სივერაგეთა მათთაგან და განცხადებულად არარაჲ ჴელ-ეწიფებოდა მთავრობისაგან ჰრომთაჲსა. ამისთჳს წინაშე საყდართა სამშჯავროჲსათა წარადგინეს და შეასმენდეს ტყუვილით, ვითარცა დამჴსნელსა ღმრთისმსახურებისა წესთასა.
მოციქულთა საქმეები 18:13
12. ხოლო აქაიაში, გალიონის პროკონსულობისას, იუდეველები ერთად დაესხნენ თავს პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს იგი.13. ეს კაცი, ამბობდნენ ისინი, არწმუნებს ხალხს რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანებოდნენ ღმერთს.14. როდესაც პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: ეს რომ დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, იუდეველნო, მაშინ მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის.
მოციქულთა საქმეები თავი 18