თარგმანი: აჰა ესერა ჰურიათაგანნიცა განვლენ ქადაგებად; არა ლიტონნი და უსწავლელნი, არამედ სიტყუა-მეცნიერნი და ძლიერნი წიგნთაგან. ხოლო საძიებელ არს აპოლოჲსთჳს, უკუეთუ ნათლისცემაჲ ოდენ იოვანესი იცოდა, ვითარ მდუღარე იყო სულითა, რამეთუ სული წმიდაჲ არა მიეცემოდა იოვანეს ნათლისღებითა ნათელღებულთა; ვითარ-იგი წამებენ ათორმეტნი კაცნი პავლეს მიერ კითხულისა მიმგებელნი, ვითარმედ: "არცაღა თუ ყოფაჲ გუასმიეს სულისა წმიდისაჲ და უკუეთუ ამათ ნათლის-ცემაჲ უჴმდა კუალად სახელითა იესუჲსითა და მაშინღა მიიღეს სული წმიდაჲ, ვითარ აპოლო იოვანეს ნათლისღებითა ოდენ მიმღებელ იქმნა მადლსა სულისასა? — ვიტყჳთ უკუე ამის პირისათჳს, ვითარმედ ანუ ერთი იყო ას-ოცთა მათგანი, რომელთა ნათელ-იღეს სიონს ათორმეტთა მოციქულთა თანა სულითა წმიდითა და ცეცხლითა, გარდამოსლვასა მას სულისა წმიდისასა; გინათუ, ვითარ-იგი კორნილიეთ ზედა იქმნა პირველ წყლითა ნათლისღებისა აღვსებაჲ სულითა წმიდითა, ეგრეთვე აპოლო, იოვანეს ხოლო ნათლისღებისა მეცნიერი, ღირს-იქმნა მადლსა სულისა წმიდისასა სიმდიდრითა მით სარწმუნოებისაჲთა, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რომლისათჳსცა მიმოვიდოდა ყოველთა შორის ქადაგებად...
მოციქულთა საქმეები 18:24
23. ერთხანს იქ დაჰყო, შემდეგ წამოვიდა და ჯერ გალატია დაიარა, მერე კი - ფრიგია, და განამტკიცებდა ყველა მოწაფეს.24. ეფესოში ჩავიდა ერთი იუდეველი, სახელად აპოლისი, წარმომავლობით ალექსანდრიელი, წერილთა საუცხოო მცოდნე და ენამჭევრი კაცი,25. ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა იესოს ამბავს, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა თუ გაეგო.
მოციქულთა საქმეები თავი 18