მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 18:25

24. ეფესოში ჩავიდა ერთი იუდეველი, სახელად აპოლისი, წარმომავლობით ალექსანდრიელი, წერილთა საუცხოო მცოდნე და ენამჭევრი კაცი,25. ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა იესოს ამბავს, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა თუ გაეგო.26. თამამად დაიწყო ქადაგება სინაგოგაში; როდესაც მოუსმინეს, აკვილამ და პრისკილამ წამოიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.
მოციქულთა საქმეები თავი 18
25. ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა იესოს ამბავს, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა თუ გაეგო.
თავი კ̂ზ. აკჳლაჲსთჳს და პრისკილაჲსსა და აპოლოჲსსა, კაცისა გონიერისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ. ძლიერ იყო წიგნთაგან. ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს და იცოდა ნათლისცემაჲ ხოლო იოვანესი (18,24-25).:

თარგმანი: აჰა ესერა ჰურიათაგანნიცა განვლენ ქადაგებად; არა ლიტონნი და უსწავლელნი, არამედ სიტყუა-მეცნიერნი და ძლიერნი წიგნთაგან. ხოლო საძიებელ არს აპოლოჲსთჳს, უკუეთუ ნათლისცემაჲ ოდენ იოვანესი იცოდა, ვითარ მდუღარე იყო სულითა, რამეთუ სული წმიდაჲ არა მიეცემოდა იოვანეს ნათლისღებითა ნათელღებულთა; ვითარ-იგი წამებენ ათორმეტნი კაცნი პავლეს მიერ კითხულისა მიმგებელნი, ვითარმედ: "არცაღა თუ ყოფაჲ გუასმიეს სულისა წმიდისაჲ და უკუეთუ ამათ ნათლის-ცემაჲ უჴმდა კუალად სახელითა იესუჲსითა და მაშინღა მიიღეს სული წმიდაჲ, ვითარ აპოლო იოვანეს ნათლისღებითა ოდენ მიმღებელ იქმნა მადლსა სულისასა? — ვიტყჳთ უკუე ამის პირისათჳს, ვითარმედ ანუ ერთი იყო ას-ოცთა მათგანი, რომელთა ნათელ-იღეს სიონს ათორმეტთა მოციქულთა თანა სულითა წმიდითა და ცეცხლითა, გარდამოსლვასა მას სულისა წმიდისასა; გინათუ, ვითარ-იგი კორნილიეთ ზედა იქმნა პირველ წყლითა ნათლისღებისა აღვსებაჲ სულითა წმიდითა, ეგრეთვე აპოლო, იოვანეს ხოლო ნათლისღებისა მეცნიერი, ღირს-იქმნა მადლსა სულისა წმიდისასა სიმდიდრითა მით სარწმუნოებისაჲთა, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რომლისათჳსცა მიმოვიდოდა ყოველთა შორის ქადაგებად...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის