თარგმანი: მარადის უწამებდა, ხოლო აწ მისლვასა მას ზედა მოწაფეთასა უმეტეს კადნიერებით უბრძანა სულმან ქადაგებაჲ ქრისტესი. გარნა იხილა რაჲ წინა-აღდგომაჲ მგმობართაჲ მათ, განიყარა მათ ზედა სამოსელი, რაჲთა სიტყუათა თანა საქმითცა შეაშინნეს იგინი, რამეთუ ყოველმან, რომელმან არა ინებოს შეწყნარებაჲ ქადაგებისა ქრისტესისაჲ, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი ცხორებაჲ ყოველთაჲ ესევითარი თჳთმკლველ იქმნების თავისა თჳსისა, ვითარცა განჴუებული ცხორებისაგან. ესევითართა მათ მოსისხლეობისაგან უბრალო იქნების პავლე და დასდებს მათ ზედა ბრალსა თავთა თჳსთა მკლველობისასა. ეგრეთვე ჩუენ, უკუეთუ არა უდებ-ვყოთ სწავლაჲ ჩუენდა რწმუნებულთა სამწყსოთაჲ, მათ ზედა დაგჳც სისხლი მათი, რომელნი ურჩ იყვნენ, და ჩუვნ უბრალო ვართ. ხოლო უკუეთუ უდებ ვიქმნნეთ ღუწად მათდა, ჩუენ ზედა არს სისხლი სულთა მათთაჲ. გარნა პავლე დაღაცათუ იტყჳს წარმართთა მისლვასა, არცაღა ჰურიათა უგულებელს ჰყოფს.
მოციქულთა საქმეები 18:6
5. მაგრამ, როცა მაკედონიიდან ჩამოვიდნენ სილა და ტიმოთე, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, რათა ემოწმებინა იუდეველთათვის, რომ სწორედ იესოა ქრისტე.6. მაგრამ, რაკი ისინი ეურჩებოდნენ და გმობდნენ, თავისი ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და უთხრა მათ: თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან წავალ.7. იქიდან წამოსული ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის სახლში მივიდა, სინაგოგის გვერდით რომ იდგა.
მოციქულთა საქმეები თავი 18