თარგმანი: მისლვითა მით წარმართთა მიმართ აღაბაძვებდა ჰურიათა. ამისთჳს მახლობელად შესაკრებელისა მათისა შევიდა, სახლსა ტიტოჲსსა, რომელი-იგი იყო წარმართთა მორწმუნეთაგანი, და სახლი მისი ეზღვრებოდა (ესე იგი არს მახლობელ იყო) შესაკრებელსა.
მოციქულთა საქმეები 18:7
6. მაგრამ, რაკი ისინი ეურჩებოდნენ და გმობდნენ, თავისი ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და უთხრა მათ: თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან წავალ.7. იქიდან წამოსული ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის სახლში მივიდა, სინაგოგის გვერდით რომ იდგა.8. სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა მთელი თავისი სახლეულითურთ ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, პავლეს რომ უსმენდა, ირწმუნა და ნათელ იღო.
მოციქულთა საქმეები თავი 18