მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 19:21

20. ასე ძალუმად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.21. ეს რომ აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო, მაკედონიისა და აქაიის გავლით ასულიყო იერუსალიმს და თქვა: იქ ასვლის შემდეგ რომიც უნდა მოვიხილოო.22. მაკედონიაში გაგზავნა თავისი ორი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით ასიაში დარჩა.
მოციქულთა საქმეები თავი 19
21. ეს რომ აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო, მაკედონიისა და აქაიის გავლით ასულიყო იერუსალიმს და თქვა: იქ ასვლის შემდეგ რომიც უნდა მოვიხილოო.
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თჳსსა, მო-რაჲ-ევლო მაკედონიაჲ და აქაიაჲ მისლვად იერუსალემდ (150ბრგ) და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ, ჯერ-არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად. და მიავლინნა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი: ტიმოთე და ერასტოს. ხოლო იგი დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა (19,21-22).:

თარგმანი: არარას დაიდებდა პავლე გულსა საქმედ თჳნიერ რაჲ-იგი სთნავს სულსა წმიდასა. ამისთჳს წარსლვისა რაჲ ჰამბვითა შეაწუხნა მორწმუნენი იგი ასიაჲსანი, კუალად წინაჲსწარმეტყუელებითა ნუგეშინის-სცა წინაუწყებითა ჰრომს წარსლვისა თჳსისაჲთა. და ვითარმედ წარ-რაჲ-ვიდოდის ჰრომედ, კუალად იხილავს მათ. ესრეთ წინა-განმზადნა მაკედონელნი მოლოდებად მისლვისა თჳსისა მივლინებითა მათდა ტიმოთესითა და ერასტოჲსითა, რომლისათჳს მისწერს ებისტოლეთა შინა თჳსთა. გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ; ხოლო თჳთ და-ვე-ღა-ადგრების ასიას შინა, რამეთუ მუნ იყო მძლავრებაჲ ფილოსოფოსთა სიმრავლისაჲ, რომელთასა მრჩობლ ეშმაკეულებასა ვერვინ სხუაჲ ეგრეთ განაქარვებდა, ვითარ დიდებული მოციქული პავლე.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის