თარგმანი: არარას დაიდებდა პავლე გულსა საქმედ თჳნიერ რაჲ-იგი სთნავს სულსა წმიდასა. ამისთჳს წარსლვისა რაჲ ჰამბვითა შეაწუხნა მორწმუნენი იგი ასიაჲსანი, კუალად წინაჲსწარმეტყუელებითა ნუგეშინის-სცა წინაუწყებითა ჰრომს წარსლვისა თჳსისაჲთა. და ვითარმედ წარ-რაჲ-ვიდოდის ჰრომედ, კუალად იხილავს მათ. ესრეთ წინა-განმზადნა მაკედონელნი მოლოდებად მისლვისა თჳსისა მივლინებითა მათდა ტიმოთესითა და ერასტოჲსითა, რომლისათჳს მისწერს ებისტოლეთა შინა თჳსთა. გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ; ხოლო თჳთ და-ვე-ღა-ადგრების ასიას შინა, რამეთუ მუნ იყო მძლავრებაჲ ფილოსოფოსთა სიმრავლისაჲ, რომელთასა მრჩობლ ეშმაკეულებასა ვერვინ სხუაჲ ეგრეთ განაქარვებდა, ვითარ დიდებული მოციქული პავლე.
21. ეს რომ აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო, მაკედონიისა და აქაიის გავლით ასულიყო იერუსალიმს და თქვა: იქ ასვლის შემდეგ რომიც უნდა მოვიხილოო.22. მაკედონიაში გაგზავნა თავისი ორი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით ასიაში დარჩა.23. ხოლო იმ ხანად დიდი ამბოხება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ.
მოციქულთა საქმეები თავი 19