მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 19:31

30. პავლეს უნდოდა ხალხში გამოსულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ დაანებეს.31. ზოგიერთმა ასიელმა მთავარმაც, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, თეატრში ნუ გამოჩნდებიო.32. ამასობაში კი ზოგი რას გაჰყვიროდა და ზოგი რას, ვინაიდან კრება ძალზე უთავბოლო იყო და უმრავლესობამ არც იცოდა, რად შეყრილიყვნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 19
31. ზოგიერთმა ასიელმა მთავარმაც, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, თეატრში ნუ გამოჩნდებიო.
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო პავლეს ენება რაჲ შესლვად ერსა მას შორის, არა უტევეს მოწაფეთა, და რომელნიმე ასიაჲსა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისსა. მიავლინეს მისსა და ჰლოცვიდეს, რაჲთა არა მისცეს თავი თჳსი სახილველსა მას (19,30-31).:

თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ჩუეულებაჲ აქუნდა პავლეს, რაჲთა ჟამი განსაცდელთაჲ იჴუმიოს მან ჟამად ქადაგებისა, ფრიადითა უშიშოებითა სულისაჲთა. ამისთჳს შევიდოდა შორის ერისა, არამედ მოწაფეთა დააყენეს და მორწმუნეთა მთავართა მიუმცნეს მას, რაჲთა არა შევიდეს შორის ერისა უწესოდ აღბორგებულისა და მიიღოს მათგან წყლულებაჲ სასიკუდინე ცემითა უწყალოჲთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის