მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 19:32

31. ზოგიერთმა ასიელმა მთავარმაც, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, თეატრში ნუ გამოჩნდებიო.32. ამასობაში კი ზოგი რას გაჰყვიროდა და ზოგი რას, ვინაიდან კრება ძალზე უთავბოლო იყო და უმრავლესობამ არც იცოდა, რად შეყრილიყვნენ.33. იუდეველთა მოთხოვნით ბრბოდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელმაც ხელი ასწია და უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე.
მოციქულთა საქმეები თავი 19
32. ამასობაში კი ზოგი რას გაჰყვიროდა და ზოგი რას, ვინაიდან კრება ძალზე უთავბოლო იყო და უმრავლესობამ არც იცოდა, რად შეყრილიყვნენ.
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს (19,32).:

თარგმანი: ღაღადებაჲ ესე და უმეცრებით ჴმობაჲ ჩუეულებაჲ არს ერისა უწესოჲსაჲ, რომელნი მზა იყვნიან შფოთისათჳს, თჳნიერ გამოკითხვისა მიზეზთაჲსა, ვითარ-იგი თქუმულ არს ძუელთა ფილოსოფოსთაგანისა ვისგანმე, ვითარმედ: რაჟამს სიჭაბუკე ერისაჲ მიიწიოს ადგიდ რისხვისა, მსგავს იყვის ნაკუერცხალთა დამშრეტელად ზედა დადებულსა მას ნივთსა, აღმაგზებელად ალისა, ყოვლად მარჯუედ განჴმელსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის