თარგმანი: ჰურიათა წარმოადგინეს ალექსანდრე, რაჲთა დააცხრვოს შფოთი ერისაჲ სიტყჳთა მშჳდობისაჲთა. ხოლო წარმართთა იხილეს რაჲ იგი, ვითარმედ ჰურიაჲ არს, არცა ერთი სიტყუათა მისთაგანი მიითუალეს, არამედ მითვე შფოთებითა მასვე ჴმასა ღაღადებდეს. რამეთუ ორი წელიწადი დაეყო მათ შორის პავდეს და ჯერეთ ესიდენნი ერნი დაშთომილ იყვნეს კერპთმსახურებასა შინა, ვიდრეღა დაუპყრობელ იყო სიმრავლე მათი, მიდევნებული ეშმაკთაჲ, რამეთუ დიდ იყო საცთური ქალაქისა მის ეფესელთაჲსაჲ.
მოციქულთა საქმეები 19:34
33. იუდეველთა მოთხოვნით ბრბოდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელმაც ხელი ასწია და უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე.34. მაგრამ როდესაც გაიგეს, იუდეველიაო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს ყიჟინებდნენ: ერთია ეფესელთა არტემიდე;35. მწიგნობარმა დააშოშმინა ხალხი და თქვა: ეფესელნო, ვინ არ იცის, რომ ჩვენი ქალაქი მსახურია დიდი არტემიდესი და ცით მოვლენილი ხატისა?
მოციქულთა საქმეები თავი 19