მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 19:33

32. ამასობაში კი ზოგი რას გაჰყვიროდა და ზოგი რას, ვინაიდან კრება ძალზე უთავბოლო იყო და უმრავლესობამ არც იცოდა, რად შეყრილიყვნენ.33. იუდეველთა მოთხოვნით ბრბოდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელმაც ხელი ასწია და უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე.34. მაგრამ როდესაც გაიგეს, იუდეველიაო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს ყიჟინებდნენ: ერთია ეფესელთა არტემიდე;
მოციქულთა საქმეები თავი 19
33. იუდეველთა მოთხოვნით ბრბოდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელმაც ხელი ასწია და უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე.
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი, ხოლო ალექსანდრე განუყარა ჴელი და უნდა სიტყჳს მიგებაჲ ერისაჲ მის. მათ ვითარცა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჰურიაჲ არს, იქმნა ერთი ჴმაჲ ყოველთაგან, ვიდრე ორ ჟამადმდე; ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ! (19,33-34).:

თარგმანი: ჰურიათა წარმოადგინეს ალექსანდრე, რაჲთა დააცხრვოს შფოთი ერისაჲ სიტყჳთა მშჳდობისაჲთა. ხოლო წარმართთა იხილეს რაჲ იგი, ვითარმედ ჰურიაჲ არს, არცა ერთი სიტყუათა მისთაგანი მიითუალეს, არამედ მითვე შფოთებითა მასვე ჴმასა ღაღადებდეს. რამეთუ ორი წელიწადი დაეყო მათ შორის პავდეს და ჯერეთ ესიდენნი ერნი დაშთომილ იყვნეს კერპთმსახურებასა შინა, ვიდრეღა დაუპყრობელ იყო სიმრავლე მათი, მიდევნებული ეშმაკთაჲ, რამეთუ დიდ იყო საცთური ქალაქისა მის ეფესელთაჲსაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის