მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 19:4

3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.
მოციქულთა საქმეები თავი 19
4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.
თავი კ̂ჱ. ნათლის-ცემისათჳს და სულისა წმიდისა მოსლვისა ეფესოს შინა მოწაფეთაჲსა პავლეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ჰრქუა მათ პავლე. იოვანე ნათელ-სცემდა ნათლისცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტე (19,4).:

თარგმანი: არა იტყჳს, ვითარმედ იოვანეს ნათლისცემაჲ არარაჲ იყო; არამედ ამას, ვითარმედ სინანულად მომწოდებელი ოდენ იყო, და არა ცოდვათა შემნდობელიცა. ხოლო ქრისტეს მიერ სწავლული და მოციქულთა მიერ აღსრულებული — პირველ ქმნულთა ბრალთა აღმჴოცელ არს და ბეჭედ და მცველ წინამდებარეთა ვნებათაგან. და ესე არს განყოფილებაჲ ორთა ამათ ნათლისცემათაჲ, რამეთუ, რაჟამს იოვანე ნათელ-სცემდის, ეტყოდის მომავალისა მისთჳს შემდგომად მისსა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს, იესუ ქრისტე. რამეთუ რაჟამს ნათელ-სცემდის, ესრეთ თქჳს: ნათელ-გცემ შენ მომავალისა მიმართ შემდგომად ჩემსა, და ვითხოვ შენგან, რაჲთა გრწმენეს მისსა მიმართ. ამას მოციქული თარგმის, ვითარმედ: მომავალი იგი შემდგომად იოვანესსა — ესე თავადი არს იესუ ქრისტე, რომლისა მიმართ ამას ამცნებდა იოვანე კაცთა ესრეთ რწმუნებად, ვითარმედ იგი არს კრავი ღმრთისაჲ, ამხუმელი ცოდვათა სოფლისათაჲ. ხოლო ახალსა ამას ნათლისღებასა მორწმუნეთასა ესრეთ ეტყჳან ნათელღებულსა: ნათელ-გცემ შენ სახელსა ზედა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა. და ესრეთ, ნაცვალად პირველისა მის ხრწნილებისა, ქრისტესა შევიმოსთ, რაჟამს ნათლისღებასა შინა განვიძარცოთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...რამედ სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა“. და სხუასა ადგილსა იტყჳს: „იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა“; და არა იტყჳს, თუ: ცოდვათა მოტევებისასა. „და იტყოდაო, რაჲთა ჰრწმენეს მომავალისა მის შემდგომად მისა“; რამეთუ ვიდრეღა მსხუერპლი იგი არა შეწირულ იყო და სული წმიდაჲ არა გარდამოსრულ იყო, არცა ცოდვათა ჴელითწერილი განხეთქილ იყო, არცა მტერობაჲ დაჴსნილ იყო, არცა წყევაჲ იგი განქარვებულ იყო, ვითარმცა მოეცემოდა ცოდვათა მოტევებაჲ?

ხოლო ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, რაჲსათჳს იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვა-თა“? უმადლონი იყვნეს ჰურიანი და უგუნურნი და არაოდეს იჴსენებდეს ცოდვათა თჳსთა, არამედ სავსე იყვნეს ყოვლითა ბოროტითა და მარადის თავთა თჳსთა განიმართლებდეს. და ამან საქმემან უფროჲს ყოვლისა წარწყმიდნა იგინი და განაშორნა სარწმუნოებისაგან ქრისტესისა. და ამას მოასწავებს პავლე, ვითარცა იტყჳს მათთჳს ბრალობით, ვითარმედ: „უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლესა ღმრთისასა და თჳსსა მას ნებასა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“. და კუალა...

სრულად ნახვა