თარგმანი: კაცად და ძმად უწოდს მოკიცხართა, რაჲთა ჩუენ გუასწავოს სიმშჳდით სიტყუად ესევითართა მიმართ, და "მკჳდრ იერუსალემისა, რამეთუ დიდად შესხმად შეერაცხა მათ სახელის-დებაჲ მკჳდრად იერუსალემისა. ხოლო ყურად-ღებასა იტყჳს სიტყუათასა და არა სიტყჳსასა, რამეთუ სიტყუაჲ მრავალ გზის თავით თჳსითცა რასმე შემოიღებს ღონიერებასა, ხოლო სიტყუანი - ასონი არიან ზოგადისა ყოველთა გუამისანი და წინამდებარისა საქმისაგან შემომკრებელნი ჭეშმარიტებისანი, თჳნიერ ყოვლისა მოპოვნებისა. ამისთჳსცა "სიტყუანი ჩემნი ყურად-იხუენ, უფალო". ვითარ-იგი გესმის დავითისაგან. რამეთუ ყურად-ღებაჲ უფროჲს არს სმენისა. ამისთჳს აწ მოციქული ყურად-ღებასა ეტყჳს სიტყუათა თჳსთასა, რაჲთა არა გარეთ წარიჴადნენ, არამედ შინაგან შეიხუნენ იგინი, ვითარცა თესლი სიღრმესა მიწისასა ნაყოფიერებად მას შინა.
13. სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო.14. ხოლო პეტრე, დადგა თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: კაცნო იუდეველნო და იერუსალიმის ყოველო მკვიდრო! ცნობილი იყო ეს თქვენთვის და ყური უგდეთ ჩემს სიტყვებს:15. ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია.
მოციქულთა საქმეები თავი 2