1.ასე რომ, ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში.2.რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე.3.რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის.4.და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ - სულიერად.5.რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი - სულისას.6.ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი - სიცოცხლე და მშვიდობა.7.იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს.8.ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს.9.ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.10.ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისათვის.11.და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.12.ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ.13.რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით.14.ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.15.რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო!16.სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.17.ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიცა ვართ, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ.18.რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ.19.ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას,20.იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით,21.რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში.22.რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე.23.და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში.24.რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ?25.ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.26.ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.27.ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით.28.ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.29.რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის.30.ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა.31.მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ?32.ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს?33.ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ.34.ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი.35.რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?36.(როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“).37.ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა.38.რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი,39.ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
მოციქულისაჲ: აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ მე შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა — შჯულსა ცოდვისასა (7,25).
თარგმანი: ზემოთქუმული იგი თანა-მნებავსი აწინდელითა გამოთარგმანა მონებითა, რამეთუ ესე არს "თანა-მნებავს შჯულსა ღმრთისასა", ვითარმედ: ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, და უწყი სჳნიდისისა მიერ დამტკიცებითა სიმაღლე და სიწმიდე მისი გონებასა შინა ჩემსა, დაღაცათუ...
მიციქულისაჲ: არა-მე რაჲ დასასჯელ არს აწ, რომელნი-იგი ქრისტე იესუჲს მიერ არიან (8,1).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ აწ არღარაჲ აჭირვებს ესევითარი მძლავრებაჲ ქრისტეს მოყუარეთა.
მოციქულისაჲ: ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (8,3).
თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან რჩული უძლურ იქმნა ბოროტისა მისგან ნებისა ჴორცთასა დაჴსნად ცოდვისა, ამისთჳს მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი. ხოლო რომელ იტყჳს თუ "მსგავს", ნუ ჰგონებ თუ სხუებრნი რაჲმე იყვნეს, ოდენ მსგავსნი ამათნი. ნუ იყოფინ! არამედ...
მოციქულისაჲ: რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა (8,18).
თარგმანი: წუთჟამობასა აქათა ამათ ჭირთასა გჳჩუენებს, და ვითარმედ ვერარას შემძლებელ ვართ შესწორებად შრომათა სიმრავლესა, მოსაგებელთა მათ ღმრთისა მიერთა გარდამატებულებასა თანა, ხოლო გამოჩინებადობაჲ, და უსაკუთრეს არს თქუმად, ვითარმედ: გამოცხადებადობაჲ მერმისა დიდებისაჲ ჯეროვნად თქუა, რამეთუ არს აქაცა მერმე იგი...
მოციქულისაჲ: რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოცხადებასა შვილთა ღმრთისათა მოელის (8,19).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ დაბადებულნი ყოველნი დიდად მოელიან ამათ კეთილთა მოსლვასა, რომელნი-ესე აწ ვაჴსენენით, რამეთუ "იჭუად" ამას ადგილსა მტკიცესა მას მოლოდებასა იტყჳს.
მოციქულისაჲ: რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნეფსით (8,20).
თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "დაემორჩილა"? — განხრწნილ იქმნაო. რაჲსათჳს? —შენთჳს, ჵ კაცო, რამეთუ ვინაჲთგან შენ მიიღე ვნებული ეგე და მოკუდავი ჴორცი, გარდაჰჴედ...
პავლესი: არა-მე რაჲ დასასჯელ არს აწ, რომლნი-იგი ქრისტე იესუჲს მიერ არიან (8,1).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ აწ არღარაჲ აჭირვებს ესევითარი მძლავრებაჲ ქრისტეს მოყუარეთა.
პავლესი: ღმერთმან ძეჱ თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა (8,3).
თარგმანი: რამეთუ ვინაჲთგან რჩული უძლურ იქმნა ბოროტისა მისგან ნებისა ჴორცთაჲსა დაჴსნად ცოდვისა, ამისთჳს მოავლინა ღმერთმა ძჱ თჳსი, ხოლო რომელ იტყჳს თუ "მსგავს", ნუ ჰგონებ თუ სხუებრნი რაჲმე იყვნეს ოდენ მსგავსნი ამათნი. ნუ იყოფინ! არამედ ესევითარნი...
მოციქულისაჲ: ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა - ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახჳლმან? (8,35).
თარგმანი: "ვინობაჲ" თქუა ნაცვალად "არავინობისა", ვითარმედ: ვერვინ შემძლებელ არს განშორებად ჩუენდა სიყუარულისა მისგან, რომლითა-იგი მან თავადმან ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ. ხოლო რაჲსათჳს არა საშუებელთა, არამედ სატანჯველთა აღჰრიცხუავს? — გარნა ამისთჳს, რამეთუ საშუებელთა შეურაცხ-ყოფასა სატანჯველთა შეურაცხყოფაჲ უზეშთაეს არს; რამეთუ დიდ არს,...
თარგმანი გრიგოლ ღმრთისმეტყუელისაჲ: ესე სიტყუაჲ მწვალებელთა მიიღეს შემწედ უკეთურებისა მათისაჲ, ვითარმედ: აჰა მეოხ არს ვითარცა უდარესი უმაღლესისა მიმართ. არამედ სცთებით უგუნურებისაგან, ჵ უბადრუკნო, რამეთუ მეოხებაჲ ესე არა ვითარცა უმცირესისაჲ უდიდესისა მიმართ არს, ანუ თუ ღმრთეებისაჲ, არამედ მეოხ არს სახითა მით შუამდგომელობისაჲთა, ვითარცა-იგი სულიცა მეოხ არსო ჩუენთჳს, ეგრეთვე ქრისტე, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი შუამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ — კაცი იესუ ქრისტე, რამეთუ ბუნებითა მით კაცობრივითა...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).:
...ო რაჲთა სცნა, ვი-თარმედ უმეტესი ძალი და შეწევნაჲ მოგუეცა ჩუენ აწ, ისმინე პავლესი, რასა იტყჳს: „არარაჲ დასასჯელი არსო აწ მათა, რომელნი-იგი ქრისტე იესუს მიერ არა ჴორციელად ვლენან, არამედ სულიერად, რამეთუ რჩულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუს მიერ განგათავისუფლა შენ რჩულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა“.
ხოლო ვინაჲთგან აუწყა დამჴსნელთა ახლისა ამის რჩულის-დებისა-თა, თუ ვითარისა სასჯელისა თანამდებ არიან, და კუალად აღმასრულებელთა მისთა აღუთქუა სიმრავლე იგი სასყიდელთაჲ და გჳჩუენა, ვითარმედ უზეშთაესსა საზომსა ეძიებს ჩუენგან პირველთა მათ, ძუელსა შინა შჯულსა მყოფთაჲსა, იწყებს მიერითგან საკჳრველსა მას შჯულის-დებასა შემსგავსებითა პირველთა მათ მცნებათაჲთა, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ მათვე თანაეწამების და არა დაჰჴსნის, არამედ ჟამსა ჯეროანსა უმეტესისა მიმართ აღაორძინებს მათ, ვითარცა ესერა ვისმინოთ ბრძანებაჲ მისი: ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გასმიეს, რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა კაც-ჰკლა; ხოლო რომელმან ჰკლას, თანამდებ არს სიკუდილისა. ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელი განურისხდეს ძმასა თჳსსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა“ (5,21-22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა ჴელმწიფებაჲ იგი სრული? იხილეა ქადაგებაჲ, შემსგავსებული რჩულისმდებლისა მის ჭეშმარი...
...ასთან, აღდგომითაც მას ვემსგავსებით“ და როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ასევე ჩვენც იმსოფლად განახლებულ სიცოცხლეში ვივლით ()
განახლებული ცხოვრება კი დედამიწაზევე უნდა დავიწყოთ, რომ „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისგან განგვათავისუფლოს“ ().
სიკვდილი არის საიდუმლოებით მოცული კარიბჭე, რომლის შეღებისთანავე სულისთვის იწყება მარადული ცხოვრება, თუმცა მაინც არასრული; შემდეგ კი მოაწევს ჟამი, როცა მიცვალებულნი შეიმოსავენ განახლებულ სხეულს და „კეთილისმოქმედნი გამოვლენ სიცოცხლის აღდგომისთვის, ხოლო ბოროტისმოქმედნი, - განკითხვის აღდგომისათვის“ ().
თუ ქრისტემდე სიკვდილი მოიწეოდა ყველაზე, - მორწმუნეზეც და ურწმუნოზეც, იუდეველზეც და წარმართზეც, ასევე მთელ სამყაროზე, - მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს არც სიკვდილი და არც ხრწნილება და უფალი ყველას და ყველაფერს აღადგენს პირვანდელ მდგომარეობაში და სამართლიანობით მიაგებს ყველას მარადიულ ადგილ-სამყოფელს.
როგორი იქნება ჩვენი ხვედრი გარდაცვალების შემდეგ, ან საყოველთაო აღდგომისას, როდესაც მაცხოვარი კეთილსა და ბოროტს მარადიულად განაცალკევებს და გამიჯნავს?
ღეთივკურთხეულნო და ღვთისსაყვარელნო ივერნო, ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა::
...ი კანონი სიკეთისა, ჩვენი ნების სისუსტის გამო, ხშირად ვერ სძლევს ხოლმე მაცდურის ზრახვვბს. უკეთურებისაგან თავის დაღწევისათვის ერთადერთი ნუგეში და იმედი მაცხოვარია, ჩვენი ხსნისათვის ამ ქვეყნად მოვლენილი, „რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა“ ().
სად და როგორ ხდება ეს გათავისუფლება?
ქრისტეს საქმეს, სულის ხსნისა და გადარჩენის საქმეს ემსახურება ქრისტეს ეკლესია, რომელიც მუდამ იყო, არის და იქნება ჩვენი განმანათლებელი და განმაბრწყინვებელი უძლეველი ძალა. ლოცვითა და ადამიანის ცოდვილი ბუნების საიდუმლო განახლებით იგი ასრულებს თავის დიად მოვალეობას. ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
მაინც რა არის სიკეთე ან ბოროტება, ასე გამუდმებით რომ ებრძვიან ერთმანეთს და რა მონაწილეობას იღებს ადამიანი მათ დაპირისპირებაში?
ბიბლიაში შესაქმის დამთავრების შემდეგ ვკითხულობთ: „და იხილა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნა, და აჰა კეთილ ფრიად“ (დაბადება 1,31).
სიკეთის ერთადერთი წყარო და სათავე ღვთაებრივი სიყვარულია. იგი **„სულგრძელ არს და ტკბილ, სიყვარულსა არა ჰშურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არ განრისხნის, არამედ შე...