მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:17

16. არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ:17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,18. ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ.
მოციქულთა საქმეები თავი 2
17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
არამედ ესე არს თქუმული იგი იოველ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, — იტყჳს უფალი (2,16-17).:

თარგმანი: იხილე, მორწმუნეო, და პეტრესგან, ვითარ სიტყჳთა უფლისაჲთა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ დაჰჴსნის წინააღმდგომსა. და შენცა, რაჟამს წინა-გიყოს მწვალებელმსნ სიტყუაჲ საძიებელი, ნუ სიტყუა-მეტნობითა და ენა-მჭევრობითა, არამედ წამებითა წმიდათა წერილთაგან შემოღებულითა წინა-აღუდგებოდე, რამეთუ მოპოვნებული ყოველი დაიჴსნების, ხოლო წერილისა დაჴსნად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ ჴმასა ღმრთისასა ვინ-მცა უძლო დაჴსნად! და კუალად ესეცა ისწავე, რაჲთა, რომელიცა უფროჲს შესაწყნარებელ უჩნდეს წინააღმდგომსა ძუელთა გინა ახალთაგანი, მიერცა შემოიღებდე სიტყუასა. ვითარ-ესე ხედავ; რამეთუ არა გესმის პეტრესგან, ვითარმედ: "ქრისტემან აღგჳთქუა მოვლინებაჲ სულისაჲ". და ესე თუმცა ეთქუა, მყის გარე-მიაქცევდეს მსმენელნი იგი სიტყუათა მათ მისთა. ამისთჳს მამისა მიერ შემოიღებს სიტყუასა წინაჲსწარმეტყუელებისაგან იოველისსა, რომლისა სახელი გამოითარგმანების "უფლისა ღმრთისად", და ძუელად თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებით უკუანაჲსკნელთა დღეთათჳს — აწ საქმე აღსრულებულად უჩუენებს, რაჲთა სიტყუანი საქმით სარწმუნო...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
9. საუკუნო სასუფეველი და სულით ცხება:

...ე ამბობს: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ“ (); მის შესახებ კი: „რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული“ (). და კვლავ: „მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა“ (). ხოლო ქრისტეზე სულის ნაწილი კი არ მოვიდა, არამედ მთელი სული მოვიდა; ამიტომაც თქვა: „რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული“ (). „მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა“ (). სხვა ამბობს: „შენს სამოსელში“. სხვა: „ყოველი შენი სამოსელი“.

10. ეკლესიის პატივი და ნათლისღების სამოსელი

ზოგი ამბობს, რომ წინასწარმეტყველი ამ სიტყვებით საფლავს მიანიშნებს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ცხების შეცვლილ სახეს აჩვენებს. რადგან ძველი საცხებელი ამ სურნელოვანი ნივთიერებებისაგან კი არ შედგებოდა, არამედ სხვათაგან....

სრულად ნახვა