თარგმანი: ყოველი რომელი ითხოვდეს, მიიღოს, გარნა — იგი ყოველი, რომელი კეთილად და სათნოდ ღმრთისა ითხოვდეს. და ამისსავე მსგავსად, ყოველმან რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს, არამედ — მან ყოველმან, რომელიცა ჰყოფდეს ნებასა მამისა მის ზეცათაჲსასა. და არა ტყუვილით ხადოს მას "უფალ", არამედ, ვითარცა ერთგულმან მონამან, ყოს ყოველივე ნებაჲ მისი.
20. მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული.21. და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“.22. კაცნო ისრაელიტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით, -
მოციქულთა საქმეები თავი 2