თარგმანი: ნუმცა გიკჳრს მამისა მიერ აღდგინებაჲ, რამეთუ ღმერთი მამაჲ თჳსითა ძალითა აღადგენს ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა სიტყუამან ღმრთისამან, ხოლო ძალ ღმრთისა მამისა არს ძე მხოლოდშობილი, უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე, რომლისა ჴორცნი შთანთქნა რაჲ სიკუდილმან, განეწონა სამჭედური ღმრთეებისაჲ, ვიდრემდის ვითარცა მუცელ-ქუმულსა ელმოდა, ვიდრე დაჴსნადმდე სალმობათა მისთა, რაჟამს აღდგომისა მიერ იქმნა პირმშო მკუდრეთით მჴსნელი ჩუენი.
მოციქულთა საქმეები 2:24
23. ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით.24. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი.25. და მართლაც, დავითი ამბობს მასზე: „ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგანაც ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე.
მოციქულთა საქმეები თავი 2