მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:23

22. კაცნო ისრაელიტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით, -23. ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით.24. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი.
მოციქულთა საქმეები თავი 2
23. ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისაჲთა, განცემითა ჴელთა უშჯულოთაჲთა მიიყვანეთ და ჯუარსა შეჰმშჭუალეთ და მოჰკალთ (2,23).:

თარგმანი: აქა ცხად ჰყოფს, ვითარმედ ნებითა მამისაჲთა წინა საუკუნეთა განგებულ იყო სიკუდიდ მიცემაჲ მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა ჩუენთჳს განკაცებულისაჲ, რომელი აღსასრულსა ჟამთასა საქმით იქმნა, რაჟამს პილატეს მიცემული მიიყვანეს იგი მჴედართა, რამეთუ დაღაცათუ მათ ჯუარს-აცუეს, არამედ ჰურიანივე იყვნეს მკლველ, რომელთა მისცეს იგი პილატეს სიკუდიდ. ამისთჳს ზოგად უშჯულო იყვნეს ჴელნი იუდაჲსი, რომელმან ჰურიათა განსცა და ჰურიათაჲ. რომელთა პილატეს მისცეს შემშჭუალვად ჯუარსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის