თარგმანი: ზოგად შობისათჳს და აღდგომისა დავითის თესლისაგან ყოფისა და ყოველთა ზედა მეუფებისა ქრისტესისა წამებაჲ შემოართუა მათ, რამეთუ საყდარი და მის ზედა დაჯდომაჲ მეუფებისა სასწაული არს. ესრეთ უკუე შესხმითა დავითისითა სარწმუნო ყო წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი, და საფლავისა მისისა წინა დადებითა ცხად ყო მისი განხრწნადობაჲ. და მისთავე სიტყუათაგან წინა-მოსწავებულ ყო აღდგომაჲ ქრისტესი, რომლისაჲ-იგი ახალსა საფლავსა დადებაჲ წამებს, ვითარმედ უეჭუელად მოკუდა ბუნებითა ჴორცთაჲთა. ხოლო ამისსა შემდგომად ცარიელ ყოფაჲ საფლავისაჲ განაცხადებს მესამისა დღისა დიდებით აღდგომასა მისსა, რამეთუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა იქმნა აღმადგინებელ ბუნებისა მის ჴორცთა მოკუდავთაჲსა.
მოციქულთა საქმეები 2:31
30. მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა ფიცით შეჰფიცა, მისი წელის ნაყოფი დაესვა მისსავ ტახტზე,31. ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება.32. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი.
მოციქულთა საქმეები თავი 2