მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:34

33. ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ.34. დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,35. ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ შენს მტრებს“.
მოციქულთა საქმეები თავი 2
34. დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

და აღსრულებასა მას დღისა მის მეერგასისასა იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას (2,1).

თარგმანი: ქრისტემან ღმერთმან, რომელმან ივნო ნებსით ჴორცითა, აღდგა მკუდრეთით და მის თანა აღმადგინნა ჩუენ, მომკუდარნი ცოდვითა, და დაჰჴსნა ძლიერებაჲ სატანაჲსი და ეშმაკთა მისთაჲ. ამისთჳსცა ჩუენ ვიდრე აღსრულებამდე მეერგასისა, ესე იგი არს, აღდგომითგან ვიდრე მოსლვადმდე სულისა წმიდისა, ერგასისთა მათ დღეთა ყოვლად არა მოვიდრეკთ მუჴლთა ლოცვასა შინა, არამედ მდგომარენი ვჴმობთ მტერთა მიმართ: "იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით" (). ხოლო დღესა მას, რომელსა შინა ღმრთივ-შუენიერად ენანი ცეცხლისანი გამოგჳჩნდეს ჩუენ, მუჴლთა მოვიდრეკთ და ქუეყნად დავვარდებით, რამეთუ ხილვასა მას საღმრთოსა ვერ თავს-ვიდებთ, არამედ შევრდომითა მით ცხად ვჰყოფთ, ვითარმედ სულისა მიერ სრული თაყუანის-ცემაჲ სამებისაჲ ვისწავეთ, რამეთუ "სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ" (). და ამას ვჰყოფთ აღსრულებასა დღისა მის მეერგასისასა....

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის