თარგმანი: მარჯუენითა მამისაჲთა ამაღლდა ბუნებაჲ ჴორცთა საუფლოთაჲ. ხოლო მარჯუენე მამისა არს მხოლოდშობილი ძე, რომელმან ბუნებითა ჴორცთაჲთა მოიღო მამისაგან პირველ აღთქუმული სული წმიდაჲ და მოჰფინა კაცთა, ვითარცა შუამდგომელმან ღმრთისა და კაცთამან. ხოლო აღთქუმაჲ ესე მამამან ყო ძისათჳს პირითა იოვანესითა, ვითარმედ: "მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა" (). და კუალად, პირველ ვნებისა ჴმა-ყო ზეცით: "და ვადიდე და კუალადცა ვადიდო" (). რამეთუ ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ არა დამაკნინებელ, არამედ უფროჲსღა მადიდებელ ექმნა ძლიერებით აღდგომითა და ამაღლებითა და მიერ სულისა წმიდისა მოფენითა, რომელი-იგი მამისაგან გამოვალს და ძისა მიერ მომცემის კაცთა. ხოლო შენ იხილე, ვითარ მცირედ განაცხადებს მოციქული საიდუმლოსა მას ქრისტეს ღმრთეებისასა, რაჟამს ამაღლებაჲ მისი თქუა და ცხად-ყო, ვითარმედ მის მიერ იქმნა მოფენაჲ სულისა წმიდისაჲ, სახილველად და სასმენელად ყოველთა წარმართთა ქმნილი ენებითა ცეცხლისაჲთა. გარნა კუალად მამისაგან მოღებაჲ თქუა, რაჲთა არა სრულიად განაცხადოს ძალი...
მოციქულთა საქმეები 2:33
32. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი.33. ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ.34. დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
მოციქულთა საქმეები თავი 2