მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:4

3. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს.4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.5. ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, რომლებიც არიან ცის ქვეშ.
მოციქულთა საქმეები თავი 2
4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად (2,3-4).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: "და დაჯდა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა", რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ ყოველი კაცი, რომელი ერთგულებით ჰმონებდეს ღმერთსა, საყდარ მისსა არს ქერობინებრ, ვითარცა მის შორის განმსუენებელი ნებისა ღმრთისაჲ. ხოლო რაჲსათჳს არა პირსა მათსა შევიდა, რომელთა-იგი მისცემდა ენათა ცეცხლისათა, არამედ თავსა ზედა მათსა დაჯდა? — ამისთჳს, რაჲთა არა ჰგონონ, ვითარმედ თავით თჳსით იტყჳან, რასა-იგი იტყჳან, და ვითარცა წყალნი იგი ზეცით გარდამომავალნი უპირატეს უკუე თავსა ზედა მთათა მაღალთასა იწყებენ და მიერ ღელეთა და ჴევთა მიმართ მოიწევიან, ეგრეთვე სული იგი მთავრობისაჲ პირველად თავსა ზედა დაჯდა, რომელ არს სამთავროჲ გონებისაჲ, და მიერ, ვითარცა მთით მაღლით, განეზავა უშინაგანესსა თავისასა, და შთამოიწია პირად და გულად და ყოვლითურთ ყოველი გუამი აღავსო თავისა მიერ, რამეთუ მოძღურად ყოვლისა სოფლისა ჴელნი დაესხმოდეს მოციქულთა, ხოლო ჴელთდასხმაჲ თავსა ზედა ჯერ-არს. და დაღაცათუ პირველ ქრისტეს მიერ ჴელთდასხმულ იყვნეს მოციქულნი, არამედ ჰურიათა ოდენ ქადაგებად და არა წარმართთაცა. ამისთჳს სულმან წმიდამან ყუელისა სოფლისა ქადაგად ჴელთდასხმულ-ყვნა თავსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოე: ძალისა მისთჳს, რომელი მოციქულთა სულისა მიერ წმიდისა მიიღეს, და სათნოებისათჳს და უკეთურებისა და ანგელოზთა და კაცთა:

...იოტებს, უკუეთუ გულისთქუმაჲ ბოროტი პოვოს, განჰლევს, უკუეთუ მოშიშებაჲ პოვოს, წარსდევნის და არღარა კაცებასა შინა დაუტეობს მას, არამედ ვითარცა ზეცისასა, ესრეთ ყოვლითურთ მუნ მიიყვანებს გონებასა მისსა. და ამისთჳსცა არღარავის მათგანსა აქუნდა რაჲ თჳსად, არამედ ყოველნი ლოცვასა შინა იყვნეს სიხარულითა გულისაჲთა. „რამეთუ ნაყოფი სულისაჲ ესე არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სარწმუნოებაჲ, სიმშჳდჱ“.

მოვიგოთ უკუე უძლეველი იგი შეწევნაჲ სულისაჲ დამარხვითა მცნებათაჲთა და არცა ანგელოზთასა უდარე ვიყვნეთ, რამეთუ მათცა თჳსითა გონებითა აქუს ესევითარი დიდებაჲ. და არა თუ მათ არა უჴმს კრძალულებაჲ. უკუეთუ არა, რადმცა გარდამოვრდომილ იყო ერთი იგი მათგანი? გარნა რამეთუ არა შეიკრძალა გონებაჲ თჳსი, უვარეს კაცთა უკე-თურთასა და პირუტყუთა სახე იქმნა. და კუალად წმიდათა ყოველთა, ქუეყანასა ზედა მყოფთა, ჴორცთა შინა ქმნეს, რაჲ-იგი ქმნეს კეთილი, რამეთუ ვითარცა მწირნი და უცხონი იყვნეს ქუეყანასა ზედა, და მოქალაქობაჲ მათი იყო ცათა შინა.

ამისთჳს უკუე ნუ იტყჳ შენ, ვითარმედ: ჴორცნი მასხენ და ვერ ვიტჳრთავ ოფლთა სათნოებისათა და შრომათა. ნუ აბრალებ ამათ სიტყუა-თა მიერ შემოქმედსა. იხილენ ყოველნი წმიდანი, რომელნი ჴორცთა ში...

სრულად ნახვა