თარგმანი: ესევითარი უჴმს შეცვალებაჲ ცხორებისაჲ ახალ ნათელღებულთა, რაჲთა კრძალულებით ისმენდენ ჴმასა მოძღუართა მათთასა, და, ვითარცა სიწმიდით მყოფნი, სიწმიდით ეზიარებოდინ საიდუმლოთა, და ლიტონისა საზრდელისა მიმღებელ იყვნენ და სამარადისოდ ილოცვიდენ, რაჲთა კეთილად დაიმჳდროს და ყოვლად განისუენოს მათ შორის მადლმან სულისამან.
მოციქულთა საქმეები 2:42
41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.42. ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ.43. შიშს შეეპყრო ყოველი სული და მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა მოციქულთა მიერ.
მოციქულთა საქმეები თავი 2