თარგმანი: იხილე, ვითარ ერთითა წარმოთქუმითა არწმუნა ესოდენთა სულთა მხიარულებით აღრჩევაჲ ნათლის-ღებისაჲ, რაჲთა სრულ იქმნეს წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი, ვითარმედ: "უკუეთუ ელმოდა ერთ დღე დედაკაცსა მუცელ-ქუმულსა და უკუეთუ იშვა ყოველი ნათესავი ერთბამად" (). ხოლო სამობაჲ ესე ათასეულთა ამათ ერთ-გზის ნათელღებულთაჲ გამომსახველ იყო ძალსა წმიდისა სამებისა ერთარსებისა და სამგუამოვნებისასა.
მოციქულთა საქმეები 2:41
40. მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან.41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.42. ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 2