თარგმანი: ყოველნივე იგი ყოველთა თესლთაგან შემოკრებულნი საკჳრველებით გამოეძიებდეს ერთი ერთისა თანა და იტყოდეს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ანუ არა ყოველნი ესე, რომელნი იტყჳან, გალილეველ არიანა? გალილეველობაჲ უკუე მოციქულთაჲ უწყოდეს მოწფობითაცა ქრისტესითა, და კუალად ენისაგანცა პირველისა, რომელთა ერთი იგი ხოლო ებრაული ენაჲ უწყოდეს, და მეყსა შინა ესოდენთა ენათა მეტყუელ იქმნნეს თჳნიერ სწავლისა.
მოციქულთა საქმეები 2:7
6. ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.7. უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველნი არ არიან?8. როგორღა ვისმენთ სათითაოდ ჩვენს საკუთარ ენას, რომელშიც ვიშვით?
მოციქულთა საქმეები თავი 2