მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:6

5. ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, რომლებიც არიან ცის ქვეშ.6. ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.7. უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველნი არ არიან?
მოციქულთა საქმეები თავი 2
6. ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ შეშფოთნეს (2,6).:

თარგმანი: ვინაჲთგან სახლსა შინა იყო ჴმაჲ იგი ზეცით ოხრისაჲ, ამისთჳს გარე მყოფნი მუნ შეისწრაფდეს ხილვად, რამეთუ შეშფოთებულ იყვნეს და ჰგონებდეს, ვითარმედ აწვე მიეჴადების მათ პატიჟი ქრისტეს მკლველობისაჲ, რამეთუ მხილებითა სჳნიდისისაჲთა, ვითარცა წინაშე თუალთა, აქუნდა მოსისხლეობაჲ თჳსი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის