თარგმანი: წინა-განმზადებულ ჰყოფს ახოვნად თავს-დებად ჭირთა და ურვათა გონებისათა, რომელნი აქუნდეს მათ განყოფისათჳს მისგან, წინა-უწყებითა, ვითარმედ აღსასრულისაჲ არს მათდა აწინდელი ესე ხილვაჲ პირისა მისისაჲ. ამას თანა უწამებს, ვითარმედ: უბრალო ვარ სისხლისაგან თქუენ ყოველთაჲსა, რამეთუ ქადაგთა ქრისტესთა წმიდათა მოციქულთა ყოველთა შორის უქადაგებიეს სასუფეველი ღმრთისაჲ და წინა-უსწავლიან კაცთადა ღონენი სულისა ცხორებისა და სასუფეველად შესლვისანი. ამისთჳს, უკუეთუ ვინმე შემდგომად ქადაგებისა მათისა მოიკლას თავი თჳსი, განვრდომითა ჭეშმარიტისა მისგან ცხორებისა, რომელ არს ქრისტე, თჳთმკლველ არს სულისა თჳსისა და მის ზედა არს სისხლი მისი. ხოლო ქადაგნი იგი ქრისტესნი უბრალო არიან, რამეთუ ყოველთადა უშურველად წინა-დაუც მათ უწყებაჲ ნებისა ღმრთისა ყოვლისაჲვე. ხოლო ქმნაჲ და არა-ქმნაჲ ჩუენსა ნებასა ზედა არს. ამიერ უკუე ცხად არს, ვითარმედ, ვინაჲთგან რომელთა ასწავონ სამწყსოთა თჳსთა ნებაჲ ღმრთისაჲ, იგინი უბრალო არიან სისხლთა მათთაგან, ხოლო რომელთა უდებ-ყვნენ სამწყსონი თჳსნი, იგინი თანა-მდებ არიან სისხლთა სულისა მათისათა; რომელი-ესე...
მოციქულთა საქმეები 20:27
26. ამიტომაც გიმოწმებთ დღეს, რომ ბრალი არ მიდევს არავის სისხლში.27. რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი გამეცხადებინა თქვენთვის ღვთის მთელი ნება.28. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით.
მოციქულთა საქმეები თავი 20