თარგმანი: ვითარცა მფრინველი ფრთე-მალე, ესრეთ მიმოჰვლის პავლე ნუგეშინის-ცემად ყოველთა მორწმუნეთა, რაჲთა განამტკიცნეს იგინი სარწმუნოებასა ზედა, და სადა საჴმარ იყოს, დაიყოვნებს, ხოლო სადა შფოთი აღუტყდეს, ჟამ ერთ მიჰრიდებს, რაჲთა ჩუენ გუასწავოს არა-შთაგდებაჲ თავთა ჩუენთაჲ განსაცდელთა შინა, არამედ კაცობრივითაცა ღონითა კრძალვაჲ მათგან შეწევნასავე თანა ღმრთისისა ესრეთ უკუე ზედა-მიწევნით აღმწერელი თხრობისაჲ ამის ლუკა მოწაფეთაცა პავლეს თანა მავალთა სახელებსა მოიჴსენებს. და რომელნი შეუსწავებელ იყვნეს, მათი ადგილებიცა თქუა, ვითარმედ არისტარხოს და სეკუნდოს თესალონიკელ იყვნეს და გაიოს —დერბით, სოსიპატრე — ბერჳით და ტჳქიკოს და ტროფიმოს —ასიით, ხოლო ტიმოთესი, ვითარცა ყოველთა მიერ შესწავებულისაჲ, სახელისა ოდენ კმა-იყო მოჴსენებაჲ, და ამას შეუდგენს, ვითარ სხუანი ესე ყოველნი წინა წარავლინნა მოციქულმან, რაჲთა ელოდინ მათ ტროადას შინა, ხოლო ლუკა მის თანა დაიყენა ფილიპიას ვიდრე მუნ გარდაჴდადმდე დღესასწაულსა პასექისასა, რამეთუ ესე ჩუეულებად აქუნდა მოციქულთა, რომელ, უკუეთუ ოდესმე ვერ მიეწიფნიან იერუსალემს ქმნად დღესასწაულსა აღვსებისასა, პატივად დღესასწაულისა...
მოციქულთა საქმეები 20:3
...ხჳდოდით შუენიერად გარეშეთა მათ მიმართ“** (). რის გამო? ალბათ ჯერ კიდევ არაფერი ამგვარი არ მომხდარიყო; რადგან სხვაგანაც, როცა არიგებდა, ამბობდა: „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა.“ (). ხოლო სიტყვები „რაჲთა ხჳდოდით შუენიერად“ () უწესობას არ ეხება; ამიტომაც დაურთო: „და ნურარაჲ ვის გიჴმნ.“ ().
აქ კი სხვა აუცილებლობასაც აყენებს: ყველასთან კეთილისა და კარგი საქმის კეთებას; რადგან შემდეგ ამბობს: „ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად.“ (). რადგან ვინც უქმადაა და შეუძლია შრომა, აუცილებლად სხვის საქმეში ჩარევის მოყვარული ხდება. მოწყალება კი მხოლოდ მათთვის არის მიცემული, ვინც ხელთა შრომით საკუთარ თავს ვერ შეეწევა, ან მათთვის, ვინც ასწავლის და მთლიანად სწავლების სიტყვით არის დაკავებული...
...გაიძარცვოს; ამათ გამო არ მრცხვენია, ვიდრე იგი შეურყვნელად არის დაცული. ანდა დანადებად მორწმუნეებს უწოდებს, რომლებიც ღმერთმა მას მიანდო, ან იმას, რაც მან თვითონ ღმერთს მიანდო. რადგან ახლაც ამბობს: აჰა, „და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა“ (); ესე იგი, ეს ჩემთვის უნაყოფო არ იქნება; და ტიმოთეც დანადების ნაყოფს მიჩვენებს. ხედავ, როგორ ვერც კი გრძნობს ბოროტებებს მოწაფეების სასოების გამო? ასეთი უნდა იყოს მოძღვარი: ასე უნდა ზრუნავდეს მოწაფეებზე და მათ ყველაფრად მიიჩნევდეს. ამბობს: „რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ“ (); და კვლავ: „რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ?“ (). „ანუ არა-მე თქუენა წინაშე უფლისა იესუ ქრისტესა მისსა მას მოსლვასა?“ ().
ხედავ, როგო...
...ვეშევრდომები სჭირდება. მაგრამ ასე არ არის საქმე მასთან, ვინც სოფლისათვის ჯვარცმულია; მას ხომ არაფერი სჭირდება, რადგან საზრდოსთვის ხელებიც ჰყოფნის; როგორც ამბობს: „საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს“ (). ამას ის ამბობდა, ვინც ამბობდა: „ვითარცა არარაჲ გუაქუს, და ყოველივე გუაქუს“ (); ის, ვინც ლისტრაში მცხოვრებთა მიერ ღმერთად იქნა მიჩნეული.
თუ გინდა, ამქვეყნიურს ეწიო, ზეცა ეძებე; თუ გინდა აქაურითაც ისარგებლო, აქაურიც არად ჩააგდე. რადგან, როგორც ამბობს: „ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (). რატომ გიკვირს მცირე რამ? რატომ პირდაღებული შეჰყურებ იმას, რაც სიტყვადაც არ ღირს? როდემდე იქნები ღარიბი? რო...
...ფელონს კი იმიტომ ითხოვს, რომ სხვისგან მისი მიღება არ დასჭირვებოდა.
ხედავ, როგორ დიდ გულმოდგინებას იჩენს ამისთვის და სხვაგანაც ამბობს, როცა ეფესელებს ესაუბრებოდა: „თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს“ (); და კვლავ: „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა“ (). „ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე“ (). „მიაგოს მას უფალმან საქმეთა მისთაებრ“ (). აქ კვლავ განსაცდელს იხსენებს, არა უბრალოდ იმიტომ, რომ მისი ცილისწამება ან დადანაშაულება სურს, არამედ რათა მოწაფე ბრძოლებისთვის შეამზადოს, რომ მამაცურად იტვირთოს; თუნდაც განსაცდელთა მომტანნი მდაბიოები იყვნენ, თუნდაც არარაობანი, თუნდაც უპატიოები, ამბობს, ყველაფერი მამაცურად უნდა ვიტვირთოთ. რადგან ვინც ვინმე დიდი კაცისგან იტანჯა, არამცირე პატივის განცდა აქვს - მჩაგვრელის აღმატებულება...
...რული შეუძლებელია. პავლეს ტოლი არავინ იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, მთელ დროს ჭირში ატარებდა — ცრემლებში, კვნესაში, ღამითა და დღით. რადგან ამბობს: „სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა" (); და კვლავ: „რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ" (). დღეს კი არ ხარობდა და ხვალ იტანჯებოდა, არამედ ყოველდღე არ წყვეტდა ტკივილის განცდას; მაშ როგორ ამბობს: „უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ" ()? არ უთქვამს, რომ ისინი განსვენებას იღებენ, არამედ: „წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ" (); ეს წარმატება უარესისკენ არის.
არ უთქვამს, თითქოს კეთილდღეობაში იქნებიან. თუ ისჯებიან კიდეც, ამისთვის ისჯებიან, რომ ცოდვები დაუსჯელი არ გეგონოს. რადგან გეჰენა ვერ გვაკავებს ბ...
...** (). ის სიტყვები, მაშ, ყველა სულიწმინდით წარმოთქვა, ხოლო ეს, რასაც ახლა ამბობს, ღმერთისგან ცხადადაც მოისმინა; ისევე, როგორც ის სიტყვა, რომელსაც ეფესელ ხუცესებთან საუბრისას ამბობდა: „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა.“ (), დაუწერელ და დუმილით შემონახულ სიტყვად ჰქონდა მოსმენილი. მაშ, ვნახოთ, ახლა რას ამბობს. რადგან ამბობს: „ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით“ ().
ამასვე მაშინ ქრისტეც ამბობს: „და ძალნი ცათანი შეიძრნენ.“ (). რატომ არის საყვირით? სინას მთაზეც ხომ ამას ვხედავთ, და ანგელოზებსაც იქვე. რას...
...აჲ მისი თქუენ ზედა."** (), და ამით არ განუდგნენ. ეს კი შრომისგან ხდება: კაცი არ იღებს და არ უქმობს, არამედ შრომით სხვებს აძლევს. რადგან ამბობს: „ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა." (). და ამბობს: „შურებოდეთ ჴელითა თქუენითა" (). სად არიან მაშ ისინი, ვინც სულიერ საქმეს ეძებენ? ხედავ, როგორ მოუსპო მათ ყოველგვარი საბაბი, როცა თქვა: „ჴელითა თქუენითა" ()?
განა ვინმე მარხვას ხელებით აკეთებს? ან ღამისთევებს? ან მიწაზე წოლას? ამას არავინ იტყოდა; არამედ სულიერ საქმეზე ამბობს, რადგან ნამდვილად სულიერია, როცა კაცი შრომობს და სხვებს აძლევს, და ამას არაფერი უტოლდება. ამბობს: **„რაჲთა ხჳდოდით შუენიერად გარე...
...არული აქვს პავლეს!2 მას არ ადარდებდა არც ჭირები და არც მზაკვრობანი. ვფიქრობ, მაშინ იგი იქვე დარჩა; როგორც ლუკა ამბობს: „იყო მუნ სამ თთუე. იქმნა მისთჳს ძჳრის ზრახვაჲ ჰურიათაგან" ().3
2. მოწაფეთა სიმტკიცე და მოძღვრის ნუგეში
ამრიგად, მას საფრთხეები კი არ ადარდებდა, არამედ მოწაფენი. ხედავ, რომ ყოველ ხორციელ მამას გადააჭარბა? რადგან ჩვენ ჭირებსა და საფრთხეებში ყველას ხსენებას გონებიდან ვიშორებთ; ის კი შვილებისათვის ისე შიშობდა და ძრწოდა, რომ ტიმოთე, ვინც ერთადერთ ნუგეშად ჰყავდა, თანამონაწილედაც და თანამუშაკადაც, სწორედ იმ საფრთხეებში გაგზავნა მათთან. და ამბობს: „და ცუდად იყოს შრომაჲ იგი ჩუენი." (). რატომ? რადგან თუნდაც გადახრილიყვნენ,...
...რავნ, არამედ შურებოდენ ჴელითა თჳსითა, რაჲთა აქუნდეს სხუათაცა მიცემად, რომელთა უჴმდეს“. რამეთუ აჰა ესერა არა ოდენ საქმჱ ბრძანა პავლე, არამედ შრომითცა და ოფლით. და კუალად იგივე იტყჳს, ვი-თარმედ: „საჴმართა ჩემთა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჰმსახურეს ჴელთა ამათ“; და კუალად თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ: დაადგრა აკჳლას თანა და პრისკილას და შურებოდა. და ჯერ-არს უკუე, რაჲთა თარგმანიცა ვთქუათ ამის სიტყჳსაჲ და არა ოდენ წინააღმდგომსა ვიტყოდით. ამას უკუე ვიტყჳ, ვითარმედ: არაზრუნვაჲ არა თუ არაშრომაჲ არს, არამედ რაჲთა არა შევჰმშჭუალოთ გონებაჲ ჩუენი სოფლისა საქმეთა და გარეწარად გუაქუნდეს საქმჱ ჴორცთაჲ და არა ვიუნჯებდეთ ხვალისა, რამეთუ არა თუ არა ეგების შრომაჲ და არაუნჯებაჲ ხვალისათჳს, რამეთუ არა ერთი არს შრომაჲ და ზრუნვაჲ, არამედ იქმნების შრომაჲ და არაზრუნვაჲ. და რომელ-იგი მართას ჰრქუა, არა თუ საქმესა აყენებდა, არამედ რაჲთა არა სწავლისა ჟამსა და ლოცვისასა წარაგებდეს ჴორცთა ზრუნვასა შინა, არამედ თჳსსა ჟამსა იქმოდის ყოველსავე. და არა თუ უქმობასა ასწავლიდა, არამედ სწავლისა კეთილად სმენასა, ვი-თარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მოვედ თქუენდა უმჯობჱსისა სწავ...