მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 20:32

31. მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს.32. ახლა კი, ძმანო, ღმერთსა და მისი მადლის სიტყვას მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმიდასთან ერთად.33. არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი.
მოციქულთა საქმეები თავი 20
32. ახლა კი, ძმანო, ღმერთსა და მისი მადლის სიტყვას მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმიდასთან ერთად.
თავი კ̂თ. მიმოსლვისათჳს პავლესსა და მკუდრეთით აღდგინებისათჳს ევტჳქისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკჳდრობისა ყოველთა შორის წმიდათა (20,32).:

თარგმანი: ვინაჲთგან წინა-განაკრძალნა და შეაძრწუნნა შემოსლვისათჳს მგელთაჲსა, აწ ნუგეშინის-სცემს ლოცვით შევედრებითა ღმრთისაჲთა, და მოაჴსენებს სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელ არს ერთ-ღმრთეებად ქადაგებაჲ წმიდისა და ერთ-არსისა სამებისაჲ. ამისთჳს არა თჳსაგან იტყჳს მამისათჳს და ძისა და სულისა წმიდისა, ვითარმედ: "რომელნი შემძლებელ არიან", არამედ ერთად ძალად შემოჰკრებს გუამითა განყოფილთა მათ და ერთისა მისთჳს ბუნებისა მათისა ჴმობს: "რომელი შემძლებელ არს", არა "აღშენებად", არამედ ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, დაშენებად თქუენდა. რამეთუ არა ვითარცა უშენთა უჴმდა ახლად აღშენებაჲ, არამედ, ვითარცა პავლეს მიერ აღშენებულთა საფუძველსა ზედა ღმრთისა მიმართისა სარწმუნოებისასა, უჴმდა აღმატებაჲ ნაშენებთაჲ სარწმუნოებასა ზედა კეთილთა საქმეთასა.

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახარების ნიჭი და მღვდლობის პატივი:

...გაიძარცვოს; ამათ გამო არ მრცხვენია, ვიდრე იგი შეურყვნელად არის დაცული. ანდა დანადებად მორწმუნეებს უწოდებს, რომლებიც ღმერთმა მას მიანდო, ან იმას, რაც მან თვითონ ღმერთს მიანდო. რადგან ახლაც ამბობს: აჰა, „და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა“ (); ესე იგი, ეს ჩემთვის უნაყოფო არ იქნება; და ტიმოთეც დანადების ნაყოფს მიჩვენებს. ხედავ, როგორ ვერც კი გრძნობს ბოროტებებს მოწაფეების სასოების გამო? ასეთი უნდა იყოს მოძღვარი: ასე უნდა ზრუნავდეს მოწაფეებზე და მათ ყველაფრად მიიჩნევდეს. ამბობს: „რამეთუ აწ ვცხონდით, უკეთუ თქუენ მტკიცედ სდგეთ უფლისა მიერ“ (); და კვლავ: „რამეთუ რაჲ-მე არს სასოებაჲ ჩუენი ანუ სიხარული ანუ გჳრგჳნი სიქადულისაჲ?“ (). „ანუ არა-მე თქუენა წინაშე უფლისა იესუ ქრისტესა მისსა მას მოსლვასა?“ ().

ხედავ, როგო...

სრულად ნახვა