თარგმანი: ძირითურთ აღმოჰფხურის ვეცხლისმოყუარებასა, რამეთუ არა-მიღებაჲ ვეცხლისა და ოქროჲსაჲ ნუ-უკუე და ოდესმე ამისგან იყვის, რომელ არავინ მოგუცემდის. არამედ ესე არს სრული სათნოებაჲ, რაჲთა სრულიად მოვისპოთ გულისთქუმაჲ საჴმართმოყუარებისაჲ; რამეთუ უკუეთუ გულისთქუმაჲ გუაქუნდეს, იგი მიუდგების და შობს მოხუეჭასა და ანგაჰრებასა. ამის ყოვლისაჲ სახე გჳჩუენა მოციქულმან, რამეთუ არა ხოლო თჳთ არავისისა სიმდიდრისა მიმართ გული-უთქუმიდა, არამედ თჳსითა ჴელთსაქმრითა ზრდიდა თავსაცა თჳსსა და სხუათა უძლურებისა შესაწევნელ ჰყოფდა მუშაკობასა თჳსსა; რაჲთა ჩუენცა ვისწავოთ, რომელთა შრომაჲ ძალ-გუედვას, გამოზრდაჲ უძლურთაჲ ნამუშაკევითა ჩუენითა. სადა არიან, რომელნი სულიერსა ოდენ მოღუაწებასა საქმედ ჴელთა კმა-იყოფენ; იხილედ და თქუედ: ნუ-უკუე მარხვაჲ ანუ ლოცვაჲ იშრომებისა ჴელითა? არამედ მას თანა საძიებელ არს საქმე ჴელთაჲ გამოსაზრდელად თავისა თჳსისა და ქველისმოქმედებად გლახაკთა
32. ახლა კი, ძმანო, ღმერთსა და მისი მადლის სიტყვას მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმიდასთან ერთად.33. არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი.34. თქვენ თვითონ იცით, რომ, აი, ეს ხელები შეეწეოდნენ როგორც ჩემს, ისე იმათ გასაჭირს, ვინც იყვნენ ჩემთან.
მოციქულთა საქმეები თავი 20