თარგმანი: შაბათ უწოდდეს ყოველთა უქმთა დღესასწაულთა, და ყოველნი იგი დღენი ერგასისნი შემდგომად აღვსებისა უქნელებისა და დღესასწაულობისათჳს შაბათებ იწოდებოდეს. ხოლო აწ ერთად შაბათთად კჳრიაკესა იტყჳს, და ამით ცხად ჰყოფს, ვითარმედ ვერცა უქმობაჲ, ვერცა დღესასწაულობაჲ, ვერცა ჟამი სერობისაჲ, ვერცა ღამე ძილისა მიერ განჰკუეთდეს სიტყუასა პავლეს ქადაგებისასა, არამედ ყოველივე გარეწარად შეერაცხა, და ერთსა ზედა სერობასა მწუხრითგან შუა ღამემდე განაგრძობდა სწავლასა სულთა საცხორებელსა, და უფროჲსღა მაშინ, ოდეს ეგულებოდის ცვალებაჲ ადგილისაჲ. ვისმინოთ ჩუენ და განვიფრთხოთ; მასწავლელთა — სწავლად, და მოსწავლეთა - სმენად ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა წურთითა საუფლოთა შჯულთაჲთა, რაჲთა მსგავს მოციქულთა შესაკრებელისაჲ იყოს კრებული ჩუენი, რაჟამს არა შუებად და გემოვნებად, არამედ ლიტონასა პურისა განტეხითა ზრდად ჩუეულ ვიყვნეთ, ვითარცა მოწაფენი მოციქულთანი, რამეთუ აწცა და მარადის დღითი-დღე, არა ხოლო პავლე, არამედ მის თანა და მის მიერ ყოველთა საეკლესიოთა მოძღუართა შორის ქრისტე ჴმობს პირითა წინამძღუართა და მწყემსთა სულიერთაჲთა.
მოციქულთა საქმეები 20:7
6. ჩვენ კი უფუარობის დღეების შემდეგ ხომალდით გავემგზავრეთ ფილიპედან და მეხუთე დღეს მათ შევუერთდით ტროაში, სადაც შვიდი დღე დავრჩით.7. კვირის პირველ დღეს, როდესაც მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ, პავლემ, რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, სიტყვა უთხრა მათ და შუაღამემდე გააგრძელა საუბარი.8. ქორედში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, ბევრი სანთელი ენთო.
მოციქულთა საქმეები თავი 20