თარგმანი: რასა იტყჳ, ჵ ნეტარო! ანდამატის-სახე განუკუეთელი ეგე სული შენი შეურვებულ იქმნებისა, მარადის განმზადებული ყოველთა ძჳრთა თავს-დებისათჳს? მოგჳგებს, ვითარმედ: ჰე, რამეთუ ყოვლისა მიმართ მზა ვარ უშიშად და სიმჴნით წინა-განწყობად, თჳნიერ ხოლო ცრემლთა და თანა-ლმობისა ძმათაჲსა. ესენი მძლევენ და მერევიან, რამეთუ ესრეთ ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა სიკუდილამდე ყოველსა ჭირსა წინა-განვეწყობოდით, ხოლო ძმათა თანა-ლმობასა ზედა მოვდრკებოდით ლმობიერად. ესე თქუა და თანა-ლმობაჲ აჩუენა. ხოლო არა-სმენითა მათისა დაყენებისაჲთა ჩუენ სახე მოგუცა, რაჲთა, რაოდენცა თანა-გუელმოდის მშობელთა და ძმათა ჩუენთა ტირილისათჳს, არამედ ნუვე დავეყენებით განსლვად მონაზონებად, გინა თუ სხუათა რათმე ჟამიერთა და სულიერთა ღუაწლთა შეკადრებად, რომელთაგან იგინი გუაყენებდენ ჩუენ.
12. ეს რომ გავიგონეთ, ჩვენც და იქაურებმაც თხოვნა დავუწყეთ პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმს.13. მან კი მოგვიგო: ამას რას სჩადით? ტირილით მიურვებთ გულს? არამცთუ შესაკვრელად, საიმისოდაც მზადა ვარ, რომ იერუსალიმში თავი შევწირო უფალ იესოს სახელს.14. რაკი ვერ დავიყოლიეთ, დავშოშმინდით და ვთქვით: დე, იყოს უფლის ნება!
მოციქულთა საქმეები თავი 21